ქვეყანას სამარცხვინო პრემიერი ჰყავს - სერგო ჩიხლაძე
ქვეყანას ჰყავს სამარცხვინო პრემიერი! - ამის შესახებ სოციალურ ქსელში "სტრატეგია აღმაშენებლის" პოლიტსაბჭოს წევრი სერგო ჩიხლაძე წერს.
"პრემიერი, რომელიც შერჩევითად კითხულობს კონსტიტუციას, პრემიერი, რომელიც ახალისებს ძალადობრივ და რადიკალურ ჯგუფებს, პრემიერი, რომელსაც 10 მშვიდობიან მომიტინგეზე ასობით ჩაჩქანიანი და ფარიანი რობოკოპი გამოჰყავს, ხოლო ძალადობრივი ჯგუფების გასანეიტრალებლად რამდენიმე კინკილა პოლიციელს უშვებს!
საბოლოო ჯამში, სიძულვილი, კარვების დარბევა, ჟურნალისტების მიმართ ფიზიკური ძალადობა და ანტიდასავლური ისტერია წაახალისა პრემიერმა,"- წერს სერგო ჩიხლაძე.
სიახლეები
- რისთვის გამოჰყავს ხალხი "ალიანსს" 26 მაისს
- "ვარდების რევოლუციის შემდეგ ჩვენ მზაკვრული გეგმა ჩავშალეთ, რაც დღემდე ვერ უპატიებია პუტინს" - მიხეილ სააკაშვილი
- "ზოგიერთი ევროპელი ბიუროკრატი გეოგრაფიაში ვერ ერკვევა, ჰგონია, რომ საქართველოს შეიძლება თავზე გადაახტე და ევროპა აზიას დააკავშირო"
- "გილოცავთ გიორგობას, წმინდა გიორგის ლოცვით უფალმა გააძლიეროს, გაამთლიანოს საქართველო, დაიფაროს ჩვენი ეკლესია და ყოველი თქვენგანი"
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 7 მაისიდან
