უდანაშაულო ადამიანი მოკლეს ველურებმა, ყველას კარზე მოაკაკუნებენ - ზურა ჯაფარიძე
"გირჩი - მეტი თავისუფლების" ლიდერი, ზურა ჯაფარიძე "ტვ პირველის" ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებას სოციალურ ქსელში ეხმაურება.
"უდანაშაულო ადამიანი მოკლეს ველურებმა. არანაირი მნიშვნელობა არ აქვს რას დაადგენს სიკვდილის მიზეზად ექსპერტიზა. სრულიად სტერილური უნდა იყო რომ დაიჯერო, რომ ლექსოს გარდაცვალება კავშირში არაა 5 ივლისს მის სასტიკ ცემასთან. ყველანი სულელები ხართ ვინც ამ მკვლელობაში საპატრიარქოს პასუხისმგებლობას ვერ ხედავთ. ყველანი სულელები ხართ ვინც ამ მკვლელობაში ოცნების პასუხისმგებლობას ვერ ხედავთ. უარესი სულელები ხართ ვინც ახლა მათ სევდიან სახეებს და "ძალადობას ვგმობ" მესიჯებს ჭამთ და დაიჯერებთ რომ ეს ძალაუფლების გულისთვის ყველაფერზე წამსვლელი უსინდისო, მოძალადე ხალხი რაიმეს ინანიებს ან რაიმეს განიცდის.
ეს იყო მათი მიზანი და ესაა დღესაც - ტერორი, რომ ვერავინ გაბედოს ხმის ამოღება და მათი, საპატრიარქოს და ოცნების ძალაუფლების კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენება მაგრამ ყველაზე სულელები ხართ ისინი, ვინც ფიქრობთ რომ თქვენ არ შეგეხებათ ეს ბოროტება ყველას კარზე მოაკაკუნებენ, ყველას სისხლს დალევენ ვინც წინ აღუდგება არავის გადადგომა და არანაირი ფორმალური სამართლებრივი პროცედურები ამ რეალობას არ შეცვლის ესენი უნდა წავიდნენ საპატრიარქო და ოცნება ერთად ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს ამ რუსული ბოროტების პარპაში ამ ქვეყანაში 2 ოქტომბერს ყველანი არჩევნებზე და შემოხაზეთ ვინც გინდათ, ოღონდ არა 41 ვინც გინდათ, გარდა 41-სა კართაგენი უნდა დაინგრეს!" - წერს ზურა ჯაფარიძე Facebook-ზე.
სიახლეები
- "უწმინდესმა გვასწავლა, რომ ჭეშმარიტი ძალა სიმდაბლეშია, რომ ნამდვილი გამარჯვება რეალური სიმტკიცეა" - როგორ იხსენებენ პატრიარქს
- საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე სიონის ტაძარში დაკრძალეს
- "უფალმა ილია მეორე მოავლინა მარტო კაცად და უბრუნდება მთელი ერით - ასე ხილულად, ასე ერთად, ასე გამთლიანებულად, როგორც ეს ამ დიდებულ დღეებში გაცხადდა"
- "გამხნევდით ძმანო და შვილნო, თქვენი პატრიარქი და მამა არ მომკვდარა, არამედ სძინავს, სწორედ პატრიარქ ილიაზეა ნათქვამი: „მკვდარი ცოცხალია“, რამეთუ მართალი მკვდარნი ცოცხლობენ"
- "ილია მეორის მოღვაწეობა გამოირჩეოდა სიბრძნითა და მაღალი მორალური ავტორიტეტით, რამაც მას უდიდესი პატივისცემა მოუტანა როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ"
