"ზეიმია პარალელურ საქართველოში, ხორხოცია, უხარიათ, რომ ვიღაც ცუდი ემა დაჩაგრეს"
გვიანი იყო, დამირეკა პატარა ბიჭმა, ახლა მართლა მორჩაო. მეტი ფანტაზია აღარ მაქვს, როგორ ვიცხოვროო. უცებ არც მე მაფიქრდება როგორ და გამო მაგ ტყიდან, ჯერ კოკა-კოლა დავლიოთ-მეთქი. აზრი აღარ აქვსო, მაგრამ კოკაზე უარი არ გამოვიდოდა, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე წერს.
"კოკა-კოლას ხომ თანაც ახლა, რაც გამარჯვების სიმბოლომ, მესიმ მოისროლა, მხოლოდ ლუზერები და "ატჩაიანი" ტიპებიღა ვსვამთ. დავჯექით ტროტუარზე. თენდებოდა ლამის. მოვიდა კუნტრუშა ქუჩის ძაღლი და ჩამიჯდა ფეხებთან ჩემი ძაღლივით. ძაღლთან ერთად ვართ სამნი. გამოიარა კაცმა. რა მოელანდა ამ ძაღლს არ ვიცი, გაეკიდა და უკბინა. მომიტრიალდა კაცი, არა გრცხვენიაო? მიკბინაო. რატომ მიკბინაო? გაკვირვებული მიყურებდა. ვწუხდი, მაგრამ არ მრცხვენოდა და უკვირდა, რომ არ მრცხვენოდა. ჩემი არ არის, ქუჩის ძაღლია მეთქი. ჩვენი არ არის, ქუჩის ძაღლიაო, შეწუხდა ახალგაზრდა ადამიანიც. ხო, ჩვენი არ არის - მეთქი, გავიმეორე. აა.. ქუჩისააო? დაბალი ხმა ჰქონდა. აღარ ბრაზობდა. ხოდა წავიდა თავის გზაზე. ისიც დაღლილი ჩანდა. მხრებში მოხრილი. ჩვენც დაღლილები ვიყავით და სახლებში წავედით. ძაღლიც წავიდა. სამი საათი მეძინა. მერე ვიმუშავე. მერე მოვედი, მერე დავსქროლე. ხმას რომ ბოლომდე დაუწევ სიცოცხლეს, ეგრე ვიყავი ჩაბჟუტული, მაგრამ ხსნად, ამ დროს ჩამოატარა ფბ მდინარემ მხიარული რიტმები, ემა, ემმა ემმმმა, ტაში, ტაში ტაში, ტაში, ზეიმია პარალელურ საქართველოში, ხორხოცია, უხარიათ, რომ ვიღაც ცუდი ემა დაჩაგრეს. თურმე რა ცოტაა საჭირო ბედნიერებისთვის, ახალგაზრდა ხალხს კი არ აფიქრდება, რისთვის ღირს სიცოცხლე. რა კარგია, რა გადამდებია ტაშის გრიალი, ტამტამები, დაფდაფები, დოლები, ბარაბნები, დაირები, გამარჯვება, ხორუმი, დავლური, მოვიდა ენერგია, ამოძრავდა სისხლი, ვაშა სიცოცხლეს, ვაშა ერთობას, დიდება სიყვარულს,"- წერს ნათია ფანჯიკიძე.
სიახლეები
- "ერთადერთ რამეს ვთხოვ პოლიტიკურ პარტიებს, ერთმანეთის ლანძღვა ცოტა გააჩერონ" - პრეზიდენტი
- "პრეზიდენტი დიდ ეროვნულ საქმეს ეწევა ევროპული მომავლის გადასარჩენად, მაგრამ ამ ბრძოლაში იმ ადამიანის ციხეში მივიწყება, რომელმაც ქვეყანას ევროპის კარი გაუხსნა, გაუმართლებლად მიმაჩნია"
- " აფხაზეთში არ ვიმყოფები, რამდენიმე დღით მოსკოვში მივფრინავ" - ასლან ბჟანია
- მართლმადიდებელი ეკლესია გიორგობას აღნიშნავს
- "დასავლეთის შორ მანძილზე მოქმედი რაკეტებით რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმებმა უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტს გლობალური სახე მისცა"