ამ ბიზნესის წინააღმდეგ გამოვდივარ! ამოვიდა ყელში ამდენი ფულის კეთება! - ფხაკაძე
საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში წერს, რომ ანტისხეულებზე ტესტების გაკეთება აფიორაა და მცდარ მოლოდინებს ქმნის.
"
ანტისხეულების ტესტების “ბიზნესის” წინააღმდეგ გამოვდივარ
ამოვიდა ყელში ამდენი ფულის კეთება და არაპროფესიონალიზმი ამ ქვეყანაში![]()
ეს არის, უბრალოდ, “აფიორა” და ტყუილი/მცდარი მოლოდინების, ილუზიის შექმნა![]()
მეცნიერულად “ატისხეულების ტესტი” კონკრეტულ ადამიანს არანაირ შედეგს არ აძლევს, ვინაიდან რა პასუხიც არ უნდა იყოს, ეს პასუხი უფრო “ყავის ფინჯანზე მარჩიელობას” ჰგავს![]()
ამერიკაში სადაზღვევო სისტემა არ აფინანსებს ამ რესურებს ჩვენთან კი (ასევე რუსეთში) ბუმია ამ ტესტებზე.
შეკითხვა მაქვს, თუ მივყვებით ოფიციალურად “ამერიკულ” მოდელს, მაშინ რატომ ვიცრებით ჩინური ვაქცინებით (ჩინეთის გავლენის ქვეშ ვართ?!) და ვაკეთებთ ანტისხეულების ტესტებს (რუსეთის გავლინის ქვეშ ვართ?!).
არაპროფესიონალიზმი კლავს
" - წერს ფხაკაძე.
სიახლეები
- “მრგვალი მაგიდის ფორმატში მექნება საშუალება მივმართო ევროპელ ლიდერებს” – ირაკლი კობახიძე
- ტრამპმა ირანის ახალი სამშვიდობო წინადადება უარყო
- სამართალდამცველებმა 1 კილოგრამამდე „კოკაინი“ ამოიღეს – დაკავებულია უცხო ქვეყნის მოქალაქე
- მსოფლიო საკრუიზო გემზე ვირუსის აფეთქების შედეგად სამი ადამიანი გარდაიცვალა
- პოლიტიკასლაიდერი საქართველო არის საყრდენი ქვეყანა რეგიონულ დაკავშირებადობასა და საზღვართშორის სატრანსპორტო დერეფნებში – ADB-ის წარმომადგენლობის დირექტორი საქართველოში
