კიდევ ერთი ლეგენდა წავიდა - პაატა ბურჭულაძე სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს
საოპერო მომღერალი და ფონდ "იავნანას" დამფუძნებელი პაატა ბურჭულაძე სოციალურ ქსელში ჯუზეპე ჯაკომინის გარდაცვალების შესახებ წერს.
"კიდევ ერთი ლეგენდა წავიდა... მსოფლიოს უდიდესი ტენოტი ჯუზეპე ჯაკომინი. მასთან ერთად დაუვიწყარი სპექტაკლები მაქვს ნამღერი ლა სკალასა და კოვენტ გარდენის სცენებზე, ერთად ვიყავით საფრანგეთში, ორანჟის საზაფხულო ფესტივალზეც.
ბედნიერი ვარ, რომ ფონდმა "იავნანამ" მოასწრო მისი გაცნობა ქართველი მსმენელისთცის. სრულიად უსასყიდლოდ ჩამოვიდა და მონაწილეობა მიიღო ჩვენი ბავშვების დასახმარებლად ორგანიზებულ ტელე-მარათონში.
ეს იყო მისი ერთ-ერთი უკანასკნელი გამოსვლა სცენაზე.
დიდება მის სახელს, ნათელი მის ხსოვნას! მშვიდობით მეგობარო...", - წერს პაატა ბურჭულაძე Facebook-ზე.
სიახლეები
- ზღვაზე შტორმული ღელვა – როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში
- სარფში მებაჟე ოფიცრებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება და ფსიქოტროპული ნივთიერების შემცველი მედიკამენტები აღმოაჩინეს
- ,,ნიპა-ვირუსის სიმპტომები ძალიან ჰგავს გრიპს, ახასიათებს ცხელება, ყელის, თავისა და კუნთების ტკივილი” – მაია ბუწაშვილი
- მნიშვნელოვანი ინფორმაცია ემიგრანტებისთვის
- დაღუპულია 8 ადამიანი - ავარია თურქეთში
