იმედი აქვთ, იმდენად ბანძები ვართ, ეს გაგვამხიარულებს - ნათია ფანჯიკიძე

ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე ქვეყანაში გაუარესებულ კრიმინალურ მდგომარეობას ეხმაურება და ამბობს, რომ ხელისუფლება არამართლზომიერია მდგომარეობის შეფასებაში და, შესაბამისად, პოლიტიკის დაგეგმვაში. 

 

ფანჯიკიძე საზოგადოებასაც აკრიტიკებს და აცხადებს, რომ ასეთი ფაქტების გახშირების პასუხად საზოგადოება უნდა ერთიანდებოდეს, ჩვენ კი, ამის ნაცვლად, ყველა შესაძლო მცირე ჯგუფად ვიყოფით. 

 

"გრძელდება ქვეყნის ყანყალი და ჩამოშლა - ბათუმში ცემეს უცხოელი დიჯეი, მთაწმინდიდან გააქრეს, გაიტაცეს ავსტრალიელი გოგო, რუსთავში გააუპატიურეს უცხოელი გოგო, რომელიც შოკურ მდგომარეობაშია ჰოსპიტალიზებული... (მხოლოდ ბოლო ორი დღის საშინელებათა ჟანრიდან ამბები ამოვკრიბე).

 

ამგვარი და ყველა სხვა რეალობების გამო ჰოლივუდმა გააუქმა საქართველოში, კერძოდ სვანეთში დაგეგმილი გადაღებები. მესმის, რომ პროგრესისმოძულე, ჩეჩმის მარადიულობის ერთგული ზოგიერთის მიდრეკილებებისთვის ეს არაფერს ნიშნავს, მაგრამ აქ ჰოლივუდზე არავინ ცოხნოს ახლა აზრები, ჰოლივუდი და გეგმის გაუქმება სიმბოლურად ასახავს ყველა იმ ნაბიჯ-ნაბიჯ, წვალებით და სისხლით გაჭრილი კარების ამოქოლვას, რომელიც ჩვენი შვილების და შვილიშვილების თაობისთვის შესაძლებლობების უსაზღვრობას უკავშირდება. და ამ ყველაფრის ფონზე, მალე რომ აღარც ტურისტი გვეყოლება, ჩავიხრჩობით უპერსპექტივობაში, მთავრობის მთელი აქტივობა და მთავარი ამოცანა არის ბრძოლა ამჯერად მუზეუმის თანამშრომლების წინააღმდეგ. მეტი უფრო აქტუალური ვერაფერი წავიკითხე. ააა, ხო, კიდევ ყოფილ პრემიერს ზურგსუკან როგორ ჭორავდნენ, იმას ყვებიან ახლა ხმამაღლა და იმედი აქვთ, რომ იმდენად ბანძები ვართ, ეს გაგვამხიარულებს და მოგვეწონება.

 

და რას ვაკეთებთ ჩვენ, ეს უჭკუო, თვითმკვლელობისკენ მიდრეკილი ერი? - ყველა შესაძლო მცირე ჯგუფად ვიყოფით და ხორცს ვაძიძგნით ერთმანეთს", - განაცხადა ნათია ფანჯიკიძემ. 

წაკითხვა 477 ჯერ

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.