"ყველამ უნდა ნახონ პაციენტები, რომლებიც, უკვე ბრძოლისგან გამოფიტულები სიკვდილს ნატრობენ!"
თორნიკე ჯგერენაია, რომელიც კორონავირუსით დაინფიცირდა, კლინიკაში გატარებული დღეების შესახებ სოციალურ ქსელში ვრცელ პოსტს აქვეყნებს:
"ეს მე ვარ რამოდენიმე კვირის უკან კოვიდ 19_ ის დიაგნოზით და ეს კადრი შეიძლება უკანასკნელი ყოფილიყო! ხო, იმიტომ რომ არავინ!!! არავინ იცის წინასწარ რას იზამს 'კოვიდ 19' რამოდენიმე საათში! დღეში! ან წუთში'ც... დღეს ყველაფერი რიგზეა! ჩემს შემთხვევაში ყველაფერი მსუბუქად განვითარდა და დამთავრდა... მაგრამ ყველა_ფერი რიგზეა?
სულ ვბრაზდები... დღესაც გაბრაზებული ვარ... თუმცა ტყუილად! მოკლედ, ადამიანების უმრავლესობა აცდენილია რეალობას! ამიტომ მათზე არ უნდა გაბრაზდე! რეალობა უნდა დაანახო! პირისპირ! გაშიშვლებული! შემსუბუქების გარეშე!!! მე არ მომწონს არც ეპიდემიოლოგების და არც ტელევიზიების პოლიტიკა...
ჰო, უნდა იყოს ნაჩვენები როგორ ემშვიდობებიან სამუდამოდ თავიანთ ახლობელს ადამიანები და მიწას აბარებენ ისე, რომ სასახლის გახსნაც არ შეუძლიათ!!!
როგორ გადადის 'უბრალო გაციების' სიმპტომები 41 გრადუს სიცხეში და სახსრების ტკივილში რომელიც ადგილზე გახტუნავებს და სასოწარკვეთილი ექიმები როცა ამ სიცხეს ვერ გიწევენ!!!
ის საშინელი განგაშის ხმა უნდა მოისმინოს ყველამ ფილტვების ვინტილიაციის აპარატი რომ რთავს პრობლემის დროს!
უნდა მოისმინოს ხმა იმ 'ხველის' კოვიდმა რომ იცის! და დაინახოს პაციენტის ის თვალები რომელსაც ჰგონია რომ ვეღარ ამოისუნთქებს!!!
უნდა ნახონ პაციენტები, რომელიც უკვე ბრძოლისგან გამოფიტულები სიკვდილს ნატრობენ! და ყელამ უნდა ნახოს ექიმებს და ექთნებს რად უჯდებათ მათი ნუგეში რომ იმედი არ დაეკარგოთ!!!
ჰო ვიცი რომ მარტო ეს არ არის გარშემო და ძალიან ბევრი გამოჯანმრთელებულია, ესეც უნდა აჩვენონ რომ ადამიანებმა ვისაც კოვიდი არ შეხებია იცოდნენ რა ნერვების ომად ჯდება ის გამოჯანმრთელება!!! 14 დღე რომელიც 140 საუკუნესავით იწელება!
სიმართლისაგან გაქცევაა რასაც ჩვენ ვაკეთებთ! და ეს სიმართლისაგან გაქცევის შედეგია ვიღაცა პირბადეს რომ იხსნის და ვარდისფერ სათვალეს იკეთებს!
ნუ გაიკეთებთ ვარდისფერ სათვალეს რომ ყველაფერი კარგად იყოს!
გააკეთეთ ყველაფერი იმისთვის რომ ვარდისფერი სათვალის გარეშე იყოს ყველა_ფერი კარგად!!!
იმ იზოლქციის მიღმა სადაც პაციენტები არიან როგორ წესი ყველგან კარია შუშით! ჰო და იმ შუშის მიღმა როცა იქ წევხარ შენთვის 'სიცოცხლეა' ჰო და ყველამ ერთად ყველაფერი უნდა გავაკეთოთ რომ ეს სიცოცხლე გადარჩეს!
გარდაცვლილს რომ გავიგებთ მათი ასაკი კი არ უნდა ვიკითხოთ! იმაზე უნდა დავფიქრდეთ რას ვშვებით 'ჩვენ' რომ გვამები არ ვითვალოთ...
ზემოთ ჩამოთვლის თუ აჩვენებთ! პირისპირ დატოვებთ რამოდენიმე წუთი! ბევრი გაათვიცნობიერებს და აღარ იქნება ამდენი ადამიანი პირბადის გარეშე! აღარ იქნება ამდენი ანტივაქსერი! და აღარ იქნება ამდენი 'ის' ვისაც არ სჯერა რომ კორონა აქ არის! აქ და ახლა!
პ.ს რადგან ზოგში დაბნეულობა გამოიწვია იმიტომ რომ ყურადრებით არ წაიკითხეს აქვე განვმარტავ, როგორც ვიწყებ პოსტს 'რამოდენიმე კვირის უკან"... დღეს უკვე კარგად ვარ, სახლში ვარ და გავდივარ პოსტ კოვიდ მკურნალობას. მადლობა კეთილი სურვილებისთვის" - წერს ჯგერენაია.
სიახლეები
- "ერთადერთ რამეს ვთხოვ პოლიტიკურ პარტიებს, ერთმანეთის ლანძღვა ცოტა გააჩერონ" - პრეზიდენტი
- "პრეზიდენტი დიდ ეროვნულ საქმეს ეწევა ევროპული მომავლის გადასარჩენად, მაგრამ ამ ბრძოლაში იმ ადამიანის ციხეში მივიწყება, რომელმაც ქვეყანას ევროპის კარი გაუხსნა, გაუმართლებლად მიმაჩნია"
- " აფხაზეთში არ ვიმყოფები, რამდენიმე დღით მოსკოვში მივფრინავ" - ასლან ბჟანია
- მართლმადიდებელი ეკლესია გიორგობას აღნიშნავს
- "დასავლეთის შორ მანძილზე მოქმედი რაკეტებით რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმებმა უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტს გლობალური სახე მისცა"