"კოვიდის 10 მცნება" - ექიმის რჩევები ინფიცირებულებს
ექიმი სოფიო ბერიძე სოციალურ ქსელში საჯარო პოსტს ავრცელებს და მოსახლეობას კორონავირუსთან დაკავშირებით რჩევებს აძლევს.
"ჩემი ხომ გჯერათ? ნუ ვისაც გჯერათ.
კოვიდის 10 მცნება:
დღე 1 - არ იცით რომ გაქვთ კოვიდი (იშვიათი გამონაკლისის გარდა)დღე 2 - გაიგეთ რომ გაქვთ კოვიდი (ესეც იშვიათია).
მიიღეთ ბევრი წყალი, იყავით მშვიდად. ნერვებს ნუ აიშლით, თუ ექიმი არ გიკავშირდებათ, ჯერ არ გჭირდებათ.
დღე 3 - მიიღეთ ბევრი წყალი, იყავით მშვიდად, იმოძრავეთ, ბერეთ ბუშტები.
დღე 4 - დალიეთ პარაცეტამოლი/იბუპროფენი მაღალ ტემპერატურაზე, მიიღეთ ბევრი წყალი, იყავით მშვიდად! ნერვებს ნუ აიშლით, თუ ექიმი არ გიკავშირდებათ -მოძებნეთ ნაცნობი ექიმი, თხოვეთ დახმარება/დაკვალიანება, იმოძრავეთ, ბერეთ ბუშტები.
დღე 5 - მიიღეთ ბევრი წყალი, იყავით მშვიდად, იმოძრავეთ, ბერეთ ბუშტები, იძინეთ მუცელზე, დღეში ორჯერ გაიზომეთ პულსი და სატურაცია, გაუგზავნეთ ექიმს მონაცემები. დამატებითი მედიკამენტები შეუთანხმეთ ექიმს. ( ნებისმიერს, ვინც მანამდე გიცნობდათ და ენდობით)
დღე 6 - იგივეა, რაც დღე 5
დღე 7 - თუ აქამდე უსიმპტომო ხართ, გილოცავთ! თქვენ შეგხვდათ კეთილი კოვიდი და სულ რაღაც სამ დღეში დასრულდება.
თუმცა :
აუცილებლად შეატყობინეთ ექიმს, თუ თავს გრძნობთ სუსტად და ცუდად, გაქვთ გახშირებული სუნთქვა, მომატებული პულსი, დაბალი სატურაციის ციფრები, თუ ექიმი არ გპააუხობთ - თუ სასწრაფო არ გაპაუხობთ - მიდით ან მიაყვანინეთ თავი კლინიკაში, ნებისმიერში.
ჰიპოქსიის (ჯანგბადის ნაკლებობის) დროს - ყოველი საათი მნიშვნელოვანია! ნუ დახარჯავთ მას სასწრაფოს ან ექიმის ლოდინში!!! დღე 8 - თუ ყველა წინა პუნქტი შესრულებულია
ა) თქვენ პრაქტიკულად დაასრულეთ კოვიდი
ბ) გიგრძელდებათ სიმპტომები, მაგრამ ხართ ყოჩაღად და მარჯვედ.
გ) ხართ კლინიკაში - მოეშვით და მიენდეთ ექიმებს. დაუჯერეთ მათ და ისუნთქეთ როგორც გასწავლიან .
დაიმახსოვრეთ - შფოთვა ყველაზე დიდი მტერია.
დღე 9 - კოვიდი უკან იხევს!
თქვენ ეს შეძელით.
თუ ისევ გიტევთ, ესეც დროებითია, თქვენ გაიმარჯვებთ.
დღე 10 - თუ თქვენ მიყევით ყველა პუნქტს პირნათლად, დიიიიიდი ალბათობით (90 % !! )
თქვენ დაამარცხეთ კოვიდი. გილოცავთ!
თქვენ კი, ვისთანაც ბრძოლა გრძელდება - კოვიდზე გამარჯვების სიამოვნება ჯერ კიდევ წინ გაქვთ!!! არ დანებდეთ!
#stopcovajara
p.s. ინფორმაცია ატარებს სარეკომენდაციო ხასიათს, არსებობს არასტანდარტული მიმდინარეობა და იშვიათი გამონაკლისები, იშვიათი გამონაკლისები იშვიათია. გისურვებთ ჯანმრთელობას!", - წერს ექიმი სოციალურ ქსელში.
სიახლეები
- პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
- საქართველოს რკინიგზა 21 და 22 აპრილს თბილისი-ფოთი-თბილისის და თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით რეისებს ამატებს
- "საქართველოში არჩევნების გაყალბება და საგარეო კურსის შეცვლა მოგონილი თემებია, სიმართლე ჩვენს მხარესაა და მოსახლეობა მხარს ჩვენ გვიჭერს"
- "ჩვენ ვამბობთ, რომ ქართველი ხალხის ვიზით შანტაჟი ჩვენთვის მიუღებელია - შანტაჟის ქვეშ ეროვნული საქმე არ კეთდება"
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 18 აპრილისთვის