სექტემბრის დასაწყისი უმძიმესი იქნება - გიორგი ფხაკაძე
საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში წერს, რომ მეოთხე ტალღის პიკი საქართველოში იქნება სექტემბრის დასაწყისში, რასაც უმძიმესი შედეგები მოჰყვება.
მისივე თქმით, ქვეყანაში ვაქცინის მესამე დოზა დაშვებული უნდა იყოს 60 წელს გადაცილებულებისთვის და ყველა იმ ადამიანისთვის, ვინც დაბალეფექტური ვაქცინებით აიცრა.
"ამერიკის შეერთებული შტატების წამლის და საკვების სააგენტოს გადაწყვეტილებით, ფაიზერის და მოდერნას მესამე ანუ ბუსტერული დოზა უკვე დაშვებულია.
"ბუსტერი" არის დაშვებული მხოლოდ სუსტი იმუნიტეტის ხალხისთვის (ორგანოგადანერგილები, ჰორმონალურ თერაპიაზე და, ზოგადად, იმუნოსუპრესიულ მედიკამენტებზე მყოფები...)
სხვა სრულად ვაქცინირებულ (ფაიზერით ან მოდერნათი) პირებს მესამე დოზა არ ეხებათ!
ისრაელში 60 წელს გადაცილებულებისთვის არის დაშვებული
ბაჰრეინში ჩინური ვაქცინით აცრილებისთვის ფაიზერის ბუსტერი ასევე დაშვებულია...
საქართველოში, ფხაკაძის ლანძღვა არის დაშვებული. იქნებ ერთხელ მაინც დამიჯეროთ თავის დროზე, და ნუ გადააქცევთ ფხაკაძეს "კაკულიად" და, არ დაიღალეთ, "ფხაკაძემ ხომ თქვა", "ფხაკაძე კაკულია არის", მე დავიღალე. ვცდილობ, მოგაწოდოთ ყველაზე ახალი აკადემიური/მეცნიერული ამბები მსოფლიოდან და, იმის მაგივრად, რომ, უბრალოდ, მომისმინოთ, ვღებულობ აგრესიას, ნეგატივს და უაზრო კომენტარებს.
კიდევ ერთხელ, ბუსტერი უნდა იქნას დაშვებული ქვეყანაში ჯერ 60 წელს გადაცილებულებისთვის და მერე ყველა იმ ადამიანისთვის, ვინც აიცრა დაბალეფექტური ვაქცინებით.
საქართველოში მე-4 ტალღა იქნება მე-3 ზე უფრო ძლიერი (არა ერთხელ გაფრთხილებდით) .
მე-4 ტალღის პიკი იქნება სექტემბრის დასაწყისში და იქნება უმძიმესი.
გავუფრთხილდეთ ჩვენს სამედიცინო პერსონალს!", - წერს გიორგი ფხაკაძე.
სიახლეები
- "მსურს, რომ სპეციალური სამხედრო ოპერაციის მიზნებს რაც შეიძლება მალე მივაღწიოთ" - დიმიტრი მედვედევი
- გარემოს ეროვნული სააგენტო მოსალოდნელი ამინდის პროგნოზის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
- ვერცხლის სავსემთვარე და სატურნის ახალი ციკლის დაწყება - როგორი იქნება თებერლის თვე ზოდიაქოს ნიშნებისთვის
- იმერეთის პოლიციამ უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღო, დაკავებულია სამი პირი
- პირველი თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი
