"არ ვეთანხმები სარედაქციო პოლიტიკას" - "რუსთავი 2" კიდევ ერთმა ჟურნალისტმა დატოვა
"კურიერის" წამყვანმა თეონა ცხომელიძემ "რუსთავი 2" დატოვა.
ამის შესახებ ჟურნალისტმა სოციალურ ქსელში დაწერა.
თეონა ცხომელიძე წერს, რომ არხზე სარედაქციო პოლიტიკა მნიშვნელოვნად შეიცვალა, რაც მისთვის მიუღებელია.
"როცა ამ პროფესიაში ხარ, მართალი უნდა იყო სამთან: მაყურებელთან, შენს რესპონდენტებთან და საკუთარ თავთან. დანარჩენი - მეგობრობა, პირადი ურთერთობები, პოლიტიკოსები (როცა ისინი რესპონდენტები არ არიან) მენეჯმენტიც კი ან უმუშევრად დარჩენით გამოწვეული პრობლემები მეორეხარისხოვანია.
მივდივარ "რუსთავი 2-დან", რადგან ვეღარ ვხედავ ჩემს თავს ამ არხზე.
არ ვეთანხმები სარედაქციო პოლიტიკას, რომელიც ბოლო პერიოდში მნიშვნელოვნად შეიცვალა, რომელიც მიუღებელია ჩემთვის და რომელიც მაყურებლისთვისაც საგრძნობია. 17 წელი ცოტა არაა პროფესიაში, კარგად რომ გაარჩიო სწორი და არასწორი.
მივდივარ სახლში, წარმატებებს ვუსურვებ კოლეგებს და მადლობა ყველას, ვინც აქამდე მომცა შესაძლებლობა როგორც წამყვანს, რეპორტიორსა და პროდიუსერს ისე გამეკეთებინა ჩემი საქმე, როგორც სწორად მიმაჩნდა - მომეყოლა ყველაფერი და ზუსტად ისე როგორც იყო.", - წერს ჟურნალისტი "ფეისბუქში".
მანამდე "რუსთავი 2" გურამ როგავამ დატოვა.
სიახლეები
- “მრგვალი მაგიდის ფორმატში მექნება საშუალება მივმართო ევროპელ ლიდერებს” – ირაკლი კობახიძე
- ტრამპმა ირანის ახალი სამშვიდობო წინადადება უარყო
- სამართალდამცველებმა 1 კილოგრამამდე „კოკაინი“ ამოიღეს – დაკავებულია უცხო ქვეყნის მოქალაქე
- მსოფლიო საკრუიზო გემზე ვირუსის აფეთქების შედეგად სამი ადამიანი გარდაიცვალა
- პოლიტიკასლაიდერი საქართველო არის საყრდენი ქვეყანა რეგიონულ დაკავშირებადობასა და საზღვართშორის სატრანსპორტო დერეფნებში – ADB-ის წარმომადგენლობის დირექტორი საქართველოში
