ამ გზით შეიძლება დროებით დავკარგოთ არჩევანის თავისუფლება, მაგრამ... - გია ხუხაშვილი
არჩევანის თავისუფლების შეზღუდვა შესაძლებელია ერთადერთ შემთხვევაში - როდესაც საფრთხე ექმნება ჩვენი, ჩვენი შვილების, დედების და მამების, ჩვენი თანამემამულეების სიცოცხლეს და ჯანმრთელობას, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი წერს.
"თუ გვერდზე გადავდებთ საკუთარ პოლიტიკურ შეხედულებებს, ამბიციებს და ინტერესებს, დავინახავთ, რომ დღეს ქვეყანაში სწორედ ასეთი მოცემულობაა შექმნილი.
ჩვენ ახლა გვჭირდება კონსენსუსი სიცოცხლის გადარჩენის სახელით.
როგორ შეიძლება ამას მივაღწიოთ ტოტალური უნდობლობით გაჟღენთილ საზოგადოებაში, რომლის ერთ ნაწილს მიაჩნია, რომ არსებული ხელისუფლება ვერ უზრუნველყოფს ჩვენი სიცოცხლის და სხვა ღირებულებების უფლებას, ხოლო მეორე ნაწილს, რომ ალტერნატივა უარესია?!
უნდა შევთანხმდეთ, რომ გადაიდოს არჩევნები რამდენიმე თვით, შემდეგი პირობით:
კრიზისიდან გამოსვლის შემდეგ უნდა შედგეს პლებისციტი ხელისუფლების მიერ ნდობის ვოტუმის მიღების მიზნით. კრიზისის დასრულების დროს ასეთი პროცედურა, აბსოლუტურად ლოგიკურია იმის დასადგენად, თუ როგორ მართავდა ხელისუფალი ჩვენი სიცოცხლის გადარჩენის პროცესს.
ეს ერთის მხრივ ხელისუფლებას აძლევს კიდევ ერთ შანსს, დაიბრუნოს დაკარგული ნდობა, მეორეს მხრივ კი ოპოზიციასაც ექნება საშუალება შექმნას პოზიტიური დღის წესრიგი და დაუმტკიცოს საზოგადოებას, რომ მას უკეთესად შეუძლია/შეეძლო ქვეყნის მართვა.
ჩვენ ამ გზით შეიძლება დროებით დავკარგოთ არჩევანის თავისუფლება, მაგრამ შევინარჩუნოთ მთავარი - ჩვენი და ჩვენი თანამოქალაქეების სიცოცხლე, რომლის გარეშე თავისუფლებაც აზრს კარგავს…" - წერს გია ხუხაშვილი.
სიახლეები
- პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
- საქართველოს რკინიგზა 21 და 22 აპრილს თბილისი-ფოთი-თბილისის და თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით რეისებს ამატებს
- "საქართველოში არჩევნების გაყალბება და საგარეო კურსის შეცვლა მოგონილი თემებია, სიმართლე ჩვენს მხარესაა და მოსახლეობა მხარს ჩვენ გვიჭერს"
- "ჩვენ ვამბობთ, რომ ქართველი ხალხის ვიზით შანტაჟი ჩვენთვის მიუღებელია - შანტაჟის ქვეშ ეროვნული საქმე არ კეთდება"
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 18 აპრილისთვის