"ლოქდაუნს ვინც ითხოვს, ისეთივე მცდარია როგორც რადიკალი ანტივაქსერი"
ლოქდაუნს ვინც ითხოვს, ისეთივე მცდარია როგორც რადიკალი ანტივაქსერი, - ამის შესახებ სოციალურ ქსელშ ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია წერს.
"ლოქდაუნის შედეგი მხოლოდ მოკლე ვადიანია, მაგრამ მისივე ზარალი გრძელვადიანი.
პირიქით, ყველა არსებული შეზღუდვაც უნდა გაუქმდეს, სასწრაფოდ აღდგეს ტრანსპორტიც.
საქმე აცრების მართვაშია და კიდევ უფრო გასაუმჯობესებელია ტემპიც და მოცვაც.
ასევე სასწრაფოდ გასაუმჯობესებელია კოვიდიანების მკურნალობა, პროტოკოლები ძველია, როდესაც ვირუსის შტამები ასეთი დამძიმებული არ იყო, მედიკოსები პრაქტიკულად არ გადიან ტრენინგებს და მკურნალობის წესიც და ხარისხიც სასწრაფოდ გასაუმჯობესებელია.
მხოლოდ ვაქცინაცია და მკურნალობის ხარისხია სამუშაო და არავითარი შეზღუდვა,"- წერს არჩილ გამზარდია
სიახლეები
- სამარხვო ოჯახური სოკოთი - ვიდეო
- პოლიციამ თბილისში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკები ამოიღო, დაკავებულია ხუთი პირი
- "უნგრეთის გვერდის ავლით და ევროპული კანონმდებლობის დარღვევით ბრიუსელი დგამს ნაბიჯებს გაყინული რუსული აქტივების ჩამორთმევისკენ, ეს ომის გამოცხადებაა"
- საბავშვო ევროვიზია 2025-ის გამარჯვებული საფრანგეთი გახდა
- "უამრავი ხალხია გამოსული, არაფერს ნიშნავს ეს კანონები, ამით ვერ აჩერებ ხალხს" - სალომე ზურაბიშვილი აქციაზე
