რატომ რთულდება ორსულებში კოვიდი? - ექიმის განმარტება
ექიმი, ენდოკრინოლოგი თამუნა გოდერიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და ორსულებს მიმართავს.
მედიკოსის თქმით, ყველა ორსული, ორსულობის ვადის მიუხედავად უნდა დარჩეს სახლში.
"ორსული უნდა გათავისუფლდეს დაკისრებული სამსახურებრივი მოვალეობისაგან სანამ პანდემიის ეს ტალღა გადაივლის და შეუნარჩუნდეს ხელფასი.
მიუხედავად მოწოდებისა, რომ ისინი უნდა აიცრან, უმეტესობა მათგანი არ იცრება სამწუხაროდ, დღეს გაკეთებული პირველი დოზა კი სრულად ვაქცინირების შემთხვევაში შედეგს 6 კვირის შემდეგ იძლევა, ეს დრო საკმაოდ ბევრია და დაინფიცირების რისკი კი უზარმაზარი.
რატომ რთულდება ორსულებში კოვიდი?
ორსულებში იმუნური სისტემა ისედაც რთულ რეჟიმში მუშაობს და ახალ დაავადებასთან გამკლავება უჭირს;
ორსულის ორგანიზმში ბუნებრივად გააქტიურებულია სისხლის შედედების ფუნქცია და ადვილად წარმოიქმნება თრომბები;
ორსული უნდა იყოს ფიზიკურად აქტიური - აქტიური კოვიდის დროს გამოვლენილი სისუსტე და იმობილიზაცია კი ამძინებს მდგომარეობას ;
ორსულობის გვიან ვადაზე ისედაც შემცირებულია ფილტვების სრულყოფილად გაშლა, რაც კოვიდის დროს კიდევ უფრო მეტად ქმნის ჟანგბადის ცვლის პრობლემას;
ორსული ნამდვილად 2 სულია ერთად და ორმაგი დაცვა და მოფრთხილება სჭირდება.
ორსულები უნდა გაუფრთხილდნენ მაქსიმალურად საკუთარი თავის და შვილის სიცოცხლეს, ამიტომ აუცილებლად უნდა ატარონ პირბადე, მაქსიმალირად თავი შეიკავონ ხალხთან კონტაქტისაგან, აიცრან უკვე ავტორიზებული ვაქცინით, ისეირნონ მხოლოდ სუფთა ჰაერზე და იყვნენ ფიზიკურად აქტიურები
ორსულობა ავადმყოფობა არ არის - ფიზიოლოგიური მდგომარეობაა, მაგრამ კოვიდის პიკის დროს ავადმყოფზე მეტი გაფრთხილება ორსულს ჭირდება", - წერს თამუნა გოდერიძე.
სიახლეები
- რისთვის გამოჰყავს ხალხი "ალიანსს" 26 მაისს
- "ვარდების რევოლუციის შემდეგ ჩვენ მზაკვრული გეგმა ჩავშალეთ, რაც დღემდე ვერ უპატიებია პუტინს" - მიხეილ სააკაშვილი
- "ზოგიერთი ევროპელი ბიუროკრატი გეოგრაფიაში ვერ ერკვევა, ჰგონია, რომ საქართველოს შეიძლება თავზე გადაახტე და ევროპა აზიას დააკავშირო"
- "გილოცავთ გიორგობას, წმინდა გიორგის ლოცვით უფალმა გააძლიეროს, გაამთლიანოს საქართველო, დაიფაროს ჩვენი ეკლესია და ყოველი თქვენგანი"
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 7 მაისიდან
