ამაყი დავბრუნდი თბილისში... უნდა მოგიყვეთ ამ სასწაულის შესახებ - თინა ხიდაშელი
დღეს აუცილებლად უნდა მოგიყვეთ წყალტუბოში არსებული სასწაულის შესახებ - ამის შესახებ სოციალურ ქსელში თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, თინა ხიდაშელმა დაწერა, რომელიც გერმანიიდან ცოტა ხნის წინ დაბრუნდა.
"ჩემდა სამარცხვინოდ პირველად ვიყავი წყალტუბოში. გერმანიიდან დაბრუნებული რეაბილიტაციის პროგრამებს ვეძებდი საქართველოში და გუგლმა წყალტუბო მირჩია. სანამ თავად რეაბილიტაციაზე დავწერ რამეს პირველ რიგში სრულიად ფანტასტიურ, პროფესიონალ, უზომოდ გულისხმიერ და ყურადღებიან ადამიანებს უნდა გადავუხადო მადლობა ვინც იქ ყოფნის განმავლობაში ჩემი მძიმე მდგომარეობა ლამის დამავიწყა.
მათი ყოველი სიტყვიდან იმდენი ოპტიმიზმი, იმედი და თავდაჯერებულობა მოდიოდა რომ მეორე დღეს უკვე უბრალოდ მრცხვენოდა ეტლით სიარული და ენერგიის, შემორჩენილი ძალების, ნერვების და ყურადღების სრული მობილიზებით მეც ამ ოპტიმიზმის თავდაჯერებულობა გადმომედო.
იცით, რომ მანამდე რეაბილიტაციაზე გერმანიაში ვიყავი ერთი თვით და შემიძლია სრული პასუხისმგებლობით გითხრათ რომ მას აბსოლუტურად არაფრით ჩამოუვარდება წყალტუბოს ეს მშვენიერი გამაჯანსაღებელი ცენტრი Be Healthy - Balneological Resort & Spa
არ ვიცი ამ წყალს მართლაც აქვს უნიკალური განმკურნავი თვისებები თუ არა, მაგრამ ამგვარ ეფექტს რომ ახდენს ყველა სხვა პროცედურებთან და არ დამეზარება ასჯერ გავიმეორებ სრულიად ფანტასტიურ კოლექტივთან ერთად უდავოა!
აღფრთოვანებული, წყალტუბოზე შეყვარებული და ასეთი მარგალიტის ჩვენს სამშობლოში აღმოჩენით ამაყი დავბრუნდი თბილისში.
პოსტ-კოვიდ რეაბილიტაციის კურსი რომელსაც ეს ცენტრი გვთავაზობს ნამდვილად ყველა ევროპული სტანდარტის შესაბამისია და თანაც გერმანიისა და სხვა ქვეყენებისგან განსხვავებით აქ შენიანები დაგხვდებიან მოსაფერებლად და გასამხნევებლად" - წერს თინა ხიდაშელი.
სიახლეები
- "თუ არ ხევ მანდატს და არ გადიხარ, ე.ი. პარლამენტის ლეგიტიმურობას აღიარებ?" - ვახტანგ ძაბირაძე
- "ხალხო, შევწყვიტოთ „ბალერინკობის“ თამაში, „ტროტუარზე არ ავიდეთ“, „სკამზე არ ავიდეთ“, მუდმივად ვიმეორებთ „კანონის ფარგლებში“, რომელი კანონის ფარგლებში, რომელიც აღარ არსებობს?! - საჭიროა სიმტკიცე, მიწოლა! " - მიხეილ სააკაშვილი
- მსხვერპლი მოჰყვა უკრაინის ქალაქ სუმიზე რუსული დრონებით შეტევას
- "მათ არაფერი აკავშირებთ ამ ქვეყანასთან და არაფერი რომ არ აკავშირებთ, იმიტომაც იღებენ პასუხს ქუჩაში მათივე მხარდამჭერებისგან"- შალვა პაპუაშვილი ოპოზიციაზე
- "დღევანდელი ოპოზიცია, ის ოთხეული, რომელმაც ბარიერი გადალახა არა ამომრჩევლის, რამედ უცხოელი პატრონების ნებას წარმოადგენს" - შალვა პაპუაშვილი