თავისუფალი საწოლი ერთი საათითაც კი არ გვაქვს - ლევან რატიანი
თბილისის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა ლევან რატიანმა განაცხადა, რომ ამ დროისთვის მის კლინიკაში არცერთი თავისუფალი საწოლი არ არის.
ტვ "პირველის" ეთერში ინტერვიუს დროს მან ისაუბრა იმაზე, რომ ყოველდღიურად 20-25 ადგილი თავისუფლდება, თუმცა მაღალი მომართვიანობის გამო, თავისუფალი ადგილი არ რჩებათ.
"მართალია, შემთხვევების რაოდენობა არ არის სახარბიელო, ძალიან ცუდია, მაგრამ უამრავი მიზეზი არსებობს რატომაა ლეტალობის ინდექსი ძალიან მაღალი. ბევრი ინფიცირებული გვყავს, რომელიც პირდაპირ კავშირში არიან დამძიმებასთან. ყველაფერი კეთდება პაციენტების გადასარჩენად, თუმცა ლეტალობის ინდექსი მაინც მაღალია", - განაცხადა ლევან რატიანმა.
სიახლეები
- რისთვის გამოჰყავს ხალხი "ალიანსს" 26 მაისს
- "ვარდების რევოლუციის შემდეგ ჩვენ მზაკვრული გეგმა ჩავშალეთ, რაც დღემდე ვერ უპატიებია პუტინს" - მიხეილ სააკაშვილი
- "ზოგიერთი ევროპელი ბიუროკრატი გეოგრაფიაში ვერ ერკვევა, ჰგონია, რომ საქართველოს შეიძლება თავზე გადაახტე და ევროპა აზიას დააკავშირო"
- "გილოცავთ გიორგობას, წმინდა გიორგის ლოცვით უფალმა გააძლიეროს, გაამთლიანოს საქართველო, დაიფაროს ჩვენი ეკლესია და ყოველი თქვენგანი"
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 7 მაისიდან
