"თუ ვინმე სხვა გამოჩნდა მათ "ბუდეში" ერთიანდებიან და ანადგურებენ" - გია ხუხაშვილი
ექსპერტი გია ხუხაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.
ხუხაშვილი "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე ქართულ პოლიტიკაში არსებულ მდგომარეობასა და პოლიტიკოსებზე წერს:
"არსებობს სიმბიოზები, რომლებიც ბუნებრივი ანტაგონისტები არიან, მაგრამ ერთმანეთს კვებავენ და ასაზრდოებენ.
მაგალითად ბუ, რომელიც თავის ბუდეში აცხოვრებს გველს, იმ მიზნით, რომ მან გაანადგუროს მწერები, რომლებიც ბუს ბარტყებს მის მიერ მოპოვებულ საკვებს უჭამენ.
ასეთი სიმბიოზი ჩამოყალიბდა ქართულ პოლიტიკაში - ერთმანეთს ვერ იტანენ, მაგრამ კვებავენ და ასაზრდოებენ და თუ ვინმე სხვა გამოჩნდა მათ "ბუდეში" ერთიანდებიან და ანადგურებენ.
რეალურად, თუ ვინმეს არ მოსწონს აწმყო და წარსული და სურს ამ მანკიერი სიმბიოზის ტყვეობიდან გამოსვლა, უნდა გააკეთოს ალტერნატული არჩევანი, რადგან ამ ორიდან ვისაც არ უნდა მისცეს ხმა, უნდა ესმოდეს, რომ ირჩევს ორივეს…", - წერს გია ხუხაშვილი სოციალურ ქსელში.
სიახლეები
- "მსურს, რომ სპეციალური სამხედრო ოპერაციის მიზნებს რაც შეიძლება მალე მივაღწიოთ" - დიმიტრი მედვედევი
- გარემოს ეროვნული სააგენტო მოსალოდნელი ამინდის პროგნოზის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
- ვერცხლის სავსემთვარე და სატურნის ახალი ციკლის დაწყება - როგორი იქნება თებერლის თვე ზოდიაქოს ნიშნებისთვის
- იმერეთის პოლიციამ უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღო, დაკავებულია სამი პირი
- პირველი თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი
