თქვენი დუმილით თქვენსავე განაჩენს წერთ - ხათუნა ლაგაზიძე
პოლიტოლოგი ხათუნა ლაგაზიძე სოციალურ ქსელში სუს- ის ფაილების გავრცელებას ეხმაურება:
"გუშინ და დღეს ეთერებით სუსის ფაილების ყურება-მოსმენის შემდეგ მთავარი კითხვა-მოწოდება, რომელიც დამრჩა, ახალგაზრდებს ეხება: თქვენი დუმილით თქვენსავე განაჩენს წერთ, რადგან თქვენი დუმილით ეთანხმებით და ახანგრძლივებთ ისეთ საქართველოში ცხოვრებას, სადაც სახელმწიფო მანქანა თქვენს სულიერ მონობას, მორალურ დეგრადაციას, ღირსების გათელვას, ფიზიკურ განადგურებას ისახავს მიზნად. და თქვენ რას აპირებთ ამ დროს: გაქცევით უშველოთ თავს თუ შეეგუოთ ღირსების აყრას, თუ თავი მოიტყუოთ, რომ ეს თქვენამდე არ მოვა?!"- წერს ხათუნა ლაგაზიძე.
სიახლეები
- საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე სიონის ტაძარში დაკრძალეს
- "უფალმა ილია მეორე მოავლინა მარტო კაცად და უბრუნდება მთელი ერით - ასე ხილულად, ასე ერთად, ასე გამთლიანებულად, როგორც ეს ამ დიდებულ დღეებში გაცხადდა"
- "გამხნევდით ძმანო და შვილნო, თქვენი პატრიარქი და მამა არ მომკვდარა, არამედ სძინავს, სწორედ პატრიარქ ილიაზეა ნათქვამი: „მკვდარი ცოცხალია“, რამეთუ მართალი მკვდარნი ცოცხლობენ"
- "ილია მეორის მოღვაწეობა გამოირჩეოდა სიბრძნითა და მაღალი მორალური ავტორიტეტით, რამაც მას უდიდესი პატივისცემა მოუტანა როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ"
- "მადლობა უწმინდესო, რომ გარდაცვალების შემდეგაც უდიდესი მისია იკისრე და ერთად დგომა შეგვაძლებინე! " - თინა ხიდაშელი
