ყველა გადაწყვეტილება კონსესუსს ეფუძნება - რას წერს ბიძინა კულუმბეგოვი
ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი სოციალურ ქსელში იმუნიზაციის საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების შესახებ წერს:
"50 წლის ზემოთ ასაკის მოქალაქეებს, ქრონიკული დაავადების მქონე პირებსა და მაღალი რისკის მქონე პროფესიის ადამიანებს აცრიდან 6 თვის შემდეგ ე.წ. ბუსტერ დოზის გაკეთება შეუძლიათ ნებისმიერი ვაქცინით (სინოფარმი, სინოვაკი, ფაიზერი).
- მოგზაურობის დამადასტურებელი საბუთის მქონე პირებს საჭიროების შემთხვევაში, შესაძლებლობა ექნებათ, მეორე აცრა განსხვავებული ვაქცინით ჩაიტარონ, რაც იმას ნიშნავს, რომ ის მოქალაქეები, რომლებსაც მოგზაურობა სხვადასხვა მიზნით ხშირად უწევთ, ევროკავშირის ან აშშ-ში ავტორიზებული ვაქცინის გაკეთებას შეძლებენ ანუ ვისაც სინოფარმი/სინოვაკი აქვს გაკეთებული და აუცილებლად სჭირდებათ ფაიზერით აცრა, შეიძლება მისი გამოყენება ბოლო ვაქცინაციიდან 28 დღის გასვლის შემდეგ.
- კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით, "ფაიზერით" აცრა 12-დან 15 წლამდე ასაკობრივ ჯგუფში, მხოლოდ ქრონიკული დაავადებების მქონე ბავშვებისთვის იქნება შესაძლებელი.
პ.ს. იმუნიზაციის საბჭოს ბევრ წევრს ჰქონდა განსხვავებული მოსაზრება აღნიშნულ სქემებთან დაკავშირებით, მაგრამ ეს კოლექტიური ორგანოა და შესაბამისად, ყველა გადაწყვეტილება კონსესუსს ეფუძნება. აიცერით და იყავით მაქსიმალურად დაცული!", - წერს ბიძინა კულუმბეგოვი.
სიახლეები
- "ჩვენ თუ ჩვენს სამშობლოში არ გადავწყვიტეთ ჩვენი გადასაწყვეტი, რამდენიმე ათწლეულში ერი აღარ იარსებებს!" - მამუკა მდინარაძე
- ზოდიაქოს 4 ნიშანი, რომელსაც უნიკალური ჯანმრთელობა აქვს
- "არ მჯერა გამარჯვების არცერთი სცენარის, თუ არ მოხდა ძალების გაერთიანება, მჯერა, რომ ახლა რუსეთს ვებრძვით" - რას წერს ზურა ჯაფარიძე?
- 17-წლიანი არსებობის შემდეგ რატომ გახდა აუცილებელი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის რეორგანიზაცია
- როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში