"ახალი მედიკამენტი დეკემბერში ხელმისაწვდომი იქნება" - გიორგი ფხაკაძე
საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში კორონავირუსის სამკურნალო, ანტივირუსული პრეპარატის შესახებ ინფორმაციას აზიარებს. აღნიშნული პრეპარატი ჩინეთში შეიქმნა და ის პერორალური მიღებისთვის, აბების სახით იქნება წარმოდგენილი.
როგორც პოსტის ავტორი განმარტავს, ის მიმდინარე თვეში უკვე ხელმისაწვდომი უნდა გახდეს, თუმცა ფხაკაძე აქვე აღნიშნავს, რომ საუკეთესო ვარიანტია, თუ ავიცრებით და წამალი საერთოდ არ დაგვჭირდება:
"ჩინეთიც მუშაობს კოვიდ წამალზე.
დაველოდოთ საბოლოო შედეგებს. წინასწარი მონაცემები საინტერესოა.
ახალი მედიკამენტი ჩინეთის ბაზარზე დეკემბერში ხელმისაწვდომი იქნება.
ყოველ 2-3 კვირაში ახალი წამალი გამოჩნდება…
საუკეთესო ვარიანტი იქნება, რომ წამალი საერთოდ არ დაგჭირდეთ… რა უნდა ქნათ, იცით … თავს ნუ იტყუებთ … "- წერს ფხაკაძე.
სიახლეები
- "მსურს, რომ სპეციალური სამხედრო ოპერაციის მიზნებს რაც შეიძლება მალე მივაღწიოთ" - დიმიტრი მედვედევი
- გარემოს ეროვნული სააგენტო მოსალოდნელი ამინდის პროგნოზის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
- ვერცხლის სავსემთვარე და სატურნის ახალი ციკლის დაწყება - როგორი იქნება თებერლის თვე ზოდიაქოს ნიშნებისთვის
- იმერეთის პოლიციამ უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღო, დაკავებულია სამი პირი
- პირველი თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი
