"სისტემა დგას პირად და არა სახელმწიფოს ერთგულებაზე, კომპრომატზე და არა წესიერებაზე"
ჩვენი პოლიტიკური ელიტის წარმატების ფორმულა არის არა ის, რომ სხვაზე უკეთესად გამოიყურებოდეს, არამედ ის, რომ სხვა გამოიყურებოდეს მასზე უარესად, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი წერს.
"იგივე ხდება სახელმწიფო მმართველობაში - თუ გინდა წარმატებას მიაღწიო, იმას კი არ უნდა ცდილობდე, რომ კონკურენტებზე უკეთესად გამოიყურებოდე, არამედ იმას, რომ კონკურენტები შენზე უარესად ჩანდნენ.
სისტემა დგას პირად და არა სახელმწიფოს ერთგულებაზე, კომპრომატზე და არა წესიერებაზე, ბრმა აღსრულებასა და არა ინიციატივაზე.
ეს სტანდარტი დაამკვიდრა ბიძინამ, ასე მართავს ქვეყანას და პოლიტიკურ პროცესს.
ბუნებრივია, რომ ასეთ ნეგატიურ სისტემაში განვითარებაზე ლაპარაკიც კი ზედმეტია…"- წერს გია ხუხაშვილი.
სიახლეები
- კორუფცია თუ არშემდგარი “რევოლუციის” მხარდაჭერა - ყოფილ მაღალჩინოსნების ჩხრეკის შემდეგ ჯერ არავინ დაუკავებიათ
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 21 ოქტომბრისთვის
- "2009 წელს, ჩვენს წინააღმდეგ აქციებს ივანიშვილი აფინანსებდა" - მიხეილ სააკაშვილი
- კრემლში აცხადებენ, რომ საქართველოს კომპენსაციას არ გადაუხდიან - “ეს მილიონები არსად არ გაქრება, რუსეთს მისი გადახდა მოუწევს”
- სუს-ის ანტიკორუფციულმა სააგენტომ თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში ყალბი სამედიცინო მოწმობის დამზადებისა და კომერციულ მოსყიდვაში დახმარების ფაქტებზე სამი პირი დააკავა