ელენე ხოშტარია სკოლის სახელმძღვანელოში ბიძინა ივანიშვილზე ჩანაწერს აპროტესტებს
პოლიტიკური გაერთიანება"დროას" ლიდერი ელენე ხოშტარია საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრზე ბიძინა ივანიშვილზე გაკეთებულ ჩანაწერს, რომელიც მე-9 კლასის სახელმძღვანელოშია, აპროტესტებს.
ის მოუწოდებს თანამოაზრეებს ჩაერთონ პროტესტის სხვადასხვა ფორმაში.
"მეგობრებო, ხვალიდან და შედეგის მიღწევამდე, ვიწყებთ სხვადასხვა ფორმის პროტესტს სკოლის სახელმძღვანელოში "ბელადი ბიძინას" დიდების შეტანის გამო.
ყველა, ვისაც ამ თემაზე გაქვთ პროტესტი გამოგვეხმაურეთ. ყველა იპოვით თქვენს ადგილს ამ პროტესტში, იქნება ბევრი ფორმით", - ნათქვამია ელენე ხოშტარიას პოსტში.
"საქართველოში დემოკრატიულმა ტენდენციებმა შეუქცევადი ხასიათი მიიღო. ამის გამოხატულება იყო 2012 წლის საპარლამენტო არჩევნები, როდესაც მმართველი პარტია "ნაციონალური მოძრაობა" დამარცხდა და ოპოზიციურმა "ქართულმა ოცნებამ" გაიმარჯვა. მთავრობის მეთაური, პრემიერ-მინისტრი, "ქართული ოცნების" დამფუძნებელი, ცნობილი ქველმოქმედი და მეცენატი ბიძინა ივანიშვილი გახდა.
ხელისუფლების ცვლილების მიუხედავად ქვეყნის ევროპული კურსი არ შეცვლილა და პირიქით, ინტეგრაცია კიდევ უფრო გაღრმავდა. საქართველო ევროკავშირის ასოცირებული წევრი გახდა", - წერია მე-9 კლასის ისტორიის სახელმძღვანელოში.
სიახლეები
- ზღვაზე შტორმული ღელვა – როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში
- სარფში მებაჟე ოფიცრებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება და ფსიქოტროპული ნივთიერების შემცველი მედიკამენტები აღმოაჩინეს
- ,,ნიპა-ვირუსის სიმპტომები ძალიან ჰგავს გრიპს, ახასიათებს ცხელება, ყელის, თავისა და კუნთების ტკივილი” – მაია ბუწაშვილი
- მნიშვნელოვანი ინფორმაცია ემიგრანტებისთვის
- დაღუპულია 8 ადამიანი - ავარია თურქეთში
