"სიკვდილიანობის შემცირების ერთადერთი გამოსავალი ვაქცინაციით მოსახლეობის დიდი მასების სწრაფად მოცვაა"
„სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთი წევრი სერგო ჩიხლაძე სოციალურ ქსელში კორონავირუსის სტატისტიკას ეხმაურება:
"ბოლო 28 დღის კოვიდ სიკვდილიანობა მსოფლიოში - 1,25% (გარდაცვლილების შეფარდება ინფიცირებულებთან).
საქართველო - 1,69%. ორჯერადად აცრის მაჩვენებელი - 26%.
გერმანია - 0.5% (3ჯერ ნაკლები ვიდრე ჩვენთან). აცრის მაჩვენებელი -69%.
საფრანგეთი - 0.2% (8ჯერ ნაკლები ვიდრე ჩვენთან). აცრის მაჩვენებელი - 71%.
გაერთ. სამეფო -0.27%. აცრის მაჩვენებელი - 68,5%.
იტალია - 0,5%. აცრის მაჩვენებელი - 73%.
ისრაელი - 0.5%. აცრის მაჩვენებელი -62%.
სიკვდილიანობის შემცირების ერთადერთი გამოსავალი არის ვაქცინაციით მოსახლეობის დიდი მასების სწრაფად მოცვა + პანდემიის სწორი მენეჯმენტი! არც ერთი გვაქვს და არც მეორე!"- წერს სერგო ჩიხლაძე.
სიახლეები
- "უფალმა ილია მეორე მოავლინა მარტო კაცად და უბრუნდება მთელი ერით - ასე ხილულად, ასე ერთად, ასე გამთლიანებულად, როგორც ეს ამ დიდებულ დღეებში გაცხადდა"
- "გამხნევდით ძმანო და შვილნო, თქვენი პატრიარქი და მამა არ მომკვდარა, არამედ სძინავს, სწორედ პატრიარქ ილიაზეა ნათქვამი: „მკვდარი ცოცხალია“, რამეთუ მართალი მკვდარნი ცოცხლობენ"
- "ილია მეორის მოღვაწეობა გამოირჩეოდა სიბრძნითა და მაღალი მორალური ავტორიტეტით, რამაც მას უდიდესი პატივისცემა მოუტანა როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ"
- "მადლობა უწმინდესო, რომ გარდაცვალების შემდეგაც უდიდესი მისია იკისრე და ერთად დგომა შეგვაძლებინე! " - თინა ხიდაშელი
- საქართველოში ხუთი მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაური იმყოფება
