"ჩვენ სტატისტიკა არ ვართ, რომ არჩევნებზე და აქციებზე ვიაროთ, როცა დაგვიძახებენ, რათა მერე ციფრებში ავისახოთ"
ვისაც კითხვებზე პასუხი არ აქვს, ის ცდილობს, კითხვების დასმა აკრძალოს.
ვინც არგუმენტებს არგუმენტებით ვერ უპირისპირდება, ის ცდილობს მოწინააღმდეგე გააჩუმოს.
თუ ვერ აჩუმებს, მაშინ მისი მსმენელი მაინც დააბნიოს, "- ამის შესახებ სოციალურ ქსელში "ჭავჭავაძის ცენტრის" დამფუძნებელი ზაზა ბიბილაშვილი წერს.
"30 წლის წინ იყო ასეთი ლოზუნგი: "ძირს შევარდნაძე-გამსახურდიას ბინძური ალიანსი!"
ვინც ამას ამბობდა, ყველა შევარდნაძის და კაგებეს კადრი აღმოჩნდა (ვინ იფიქრებდა?).
დღეს რამდენიმე ეგეთს ისევ მადლობებს ვუხდით და ვაპიარებთ. ელექტორალური წონა ნული აქვთ და ალბათ რაღაც სხვა ღირებულებაა მათში.
...და რა ღირებულება?!
ისევ კითხვამდე მივედით.
დავსვათ? - არ დავსვათ? იქნებ "ახლა ამის დრო არაა"? იქნებ "ახლა ასეა საჭირო"?
სინამდვილეში, არ არსებობს პოლიტიკური თემა, რომელზეც დისკუსია შეუძლებელია.
სადაც აზრის გამოთქმას კრძალავენ, იქ დემოკრატია ვერ იქნება. სადაც გეუბნებიან, დადუმდით და დაელოდეთო, იქ პატივს არ გვცემენ, როგორც მოქალაქეებს.
ჩვენს მაგივრად ვერავინ იფიქრებს. არც აქვს უფლება, იფიქროს.
ჩვენ სტატისტიკა არ ვართ, რომ არჩევნებზე და აქციებზე ვიაროთ, როცა დაგვიძახებენ, რათა მერე ციფრებში ავისახოთ.
ჩვენ მოქალაქეები ვართ. ისეთივე უფლებებითა და პასუხისმგებლობით საკუთარი აწმყოსა და მომავლის წინაშე, როგორიც ისინი, ვინც კითხვების დასმას კრძალავს,"- წერს ზაზა ბიბილაშვილი.
სიახლეები
- "სიტყვა პატიმარს სააკაშვილი რომ ახსენებს, სირცხვილია, 25 000-მდე პატიმარი ჰყავდათ ციხეებში, ეს იყო სისტემური დანაშაული, ამაზრზენია ეს ყველაფერი" - ირაკლი კობახიძე
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 5 მაისიდან
- "ოპოზიცია ვიდრე ერთიანდებოდა, იშლებოდა, ათი არჩევნები მოვიგეთ, მეთერთმეტე არჩევნებსაც ამ რეჟიმში მოვიგებთ" - ირაკლი კობახიძე
- "არცერთი მმართველის პირობებში ეკლესია ისე არ გაძლიერებულა, როგორც ჩემს დროს, რატომ აძლევთ საშუალებას, გამოგვაცხადონ, როგორც ურწმუნოები და ეკლესიის მტრები?"
- " საქართველო ხდება ჯარიმების ქვეყანა" - მიხეილ სააკაშვილი
