"წითელი ხაზები დიდი ხანია გადაკვეთილია" - ლონდა თოლორაია
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ხელმძღვანელი, ლონდა თოლორაია სოციალური ქსელში შემდეგი შინაარსის სტატუსს აქვეყნებს:
"სამართლებრივ და მორალურ ბრძოლაში რომ მარცხდები, ტროლების და ბოტების გამოყენებით შტურმი შემდეგ იწყება ხო? მინდა გაცნობით, რომ გუშინ, დღის მეორე ნახევრიდან ეს ,,ქარხანა” აქტიურად ამუშავდა.
წითელი ხაზები დიდი ხანია გადაკვეთილია, მაგრამ წითელი ხაზების კვეთასაც ხომ აქვს საზღვარი. როგორც ჩანს არც ამას აქვს. ვწუხვარ,"- წერს ლონდა თოლორაია.
შეგახსენებთ, რომ პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე, დღეს პირველი მოსმენით განიხილავენ საკანონმდებლო პაკეტს, რომლითაც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური უქმდება.
პარლამენტი ცვლილებებს დაჩქარებული წესით იხილავს, რაც იმას ნიშნავს, რომ კანონპროექტს მიმდინარე კვირას სამივე მოსმენით მიიღებენ.
სიახლეები
- "ჩვენ თუ ჩვენს სამშობლოში არ გადავწყვიტეთ ჩვენი გადასაწყვეტი, რამდენიმე ათწლეულში ერი აღარ იარსებებს!" - მამუკა მდინარაძე
- ზოდიაქოს 4 ნიშანი, რომელსაც უნიკალური ჯანმრთელობა აქვს
- "არ მჯერა გამარჯვების არცერთი სცენარის, თუ არ მოხდა ძალების გაერთიანება, მჯერა, რომ ახლა რუსეთს ვებრძვით" - რას წერს ზურა ჯაფარიძე?
- 17-წლიანი არსებობის შემდეგ რატომ გახდა აუცილებელი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის რეორგანიზაცია
- როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში