"მავან ჭკუის დამრიგებელთა საყურადღებოდ - 30 წელია ვერ გაგირჩევიათ ლტოლვილი თუ დევნილი!"
ჟურნალისტი ეკა წივწივაძე სოციალურ ქსელში შემდეგი შინაარსის სტატუსს აქვეყნებს:
"ვეხმაურები ბოლო დღეებში ძალიან პოპულარულ ფრაზას "რა ვერ დამთავრდა ამათი დევნილობა; არ გამიგია თაობებით დევნილები"
ბებიაჩემი გარდაიცვალა, მამაჩემი გარდაიცვალა, მე რომ გარდავიცვლები თუ ჩემ შვილს დევნილის სტატუსი არ ექნება ჩემი გვარიდან აფხაზეთიდან დევნილი არავინ იქნება.
ასე იქნება ყველა აფხაზეთიდან დევნილის შემთხვევაში. აფხაზეთში რომ გვეცხოვრა ჩვენი შვილებიც იქ დაიბადებოდნენ და რა გასაკვირია დევნილების შვილებს დევნილის სტატუსი ჰქონდეთ?!
და თუ დევნილები არ ეყოლება სახელმწიფოს - შესაბამისად ოკუპირებულ ტერიტორიაზე დასაბრუნებელიც არავინ ეყოლება მთავრობას, რომელიც თავის ნომერ პირველ პრობლემად ოკუპაციას ასახელებს !!!
წლებია სახელმწიფოსგან "იმ 45 ლარიან" დახმარებას არ ვიღებ, არც დევნილების კორპუსში ვცხოვრობ რაც გავთხოვდი, მაგრამ ამ სტატუსს არასდროს მოვიხსნი მიუხედავად იმისა რომ ჩემთვის ხშირად დამცირების მომტანია საკუთარ სამშობლოში მისი ტარება. იმიტომ რომ ეს ერთადერთია რაც აფხაზეთიდან დამრჩა, ეს ერთადერთია რაც სოხუმიდან წამოვიღე.
და კიდევ მავან ჭკუის დამრიგებელთა საყურადღებოდ - 30 წელია ვერ გაგირჩევიათ ლტოლვილი თუ დევნილი!!!
ლტოლვილი ჰქვია ერთი ქვეყნიდან მეორეში გადმოსახლებულ პირს.
ჩვენ იძულებით ადგილნაცვალი პირები ვართ.
ი ძ უ ლ ე ბ ი თ !!! ამ სიტყვას კარგად გაგება უნდა.
ძალიან მიყვარს თბილისი. ხუთი წლიდან აქ ვცხოვრობ, მთელი ჩემი სამყარო ახლა აქ არის, მაგრამ ხვალ რომ იყოს დაბრუნება არცერთი წუთი არ დავრჩები. ჩემ ბევრი თაობით თბილისელ შვილებთან ერთად დავბრუნდები, ჩემთან, სოხუმში, ჭავჭავაძის 48 ნომერში, ჩემს სახლში.
და კიდევ ერთი დეტალი - ხშირად დევნილებს "ეტენებათ" ყველა მანკიერი ქმედება, ბინების გასხვისება, შენობებში შეჭრა და ა.შ....
აქვე ცნობისთვის ყველა სოციალურად დაუცველი დევნილი არ არის, ისევე როგორც ყველა დევნილი არ არის სოციალურად დაუცველი.
და თუ ვინმე დევნილს ზედმეტი ბინა მისცა ხელისუფლებამ, მიზეზები გაურკვეველ კომისიებში მოიკითხეთ და დასვით კითხვა რატომ!!!
აფხაზეთში ღარიბი არ არსებობდა!!! ყველამ იცის რომ აფხაზეთი უმდიდრესი მხარე იყო და ძალიან დიდი ბოდიში ყველა ადგილობრივთან თუ ახლა სამ სართულიანი სახლების მაგივრად 36 კვადრატულს გვაძლევს სახელმწიფო (აი ვისაც ეს გშურთ მთელი გულით გისურვებთ რომ თქვენც დაგჭირდეთ სახელმწიფოსგან 36 კვადრატული).
პ.ს მე ეგეც არ მინდა, ჩემი და ჩემი ქმრის შრომით ვიყიდე უკვე !!!!"- წერს ეკა წივწივაძე.
სიახლეები
- "ერთადერთ რამეს ვთხოვ პოლიტიკურ პარტიებს, ერთმანეთის ლანძღვა ცოტა გააჩერონ" - პრეზიდენტი
- "პრეზიდენტი დიდ ეროვნულ საქმეს ეწევა ევროპული მომავლის გადასარჩენად, მაგრამ ამ ბრძოლაში იმ ადამიანის ციხეში მივიწყება, რომელმაც ქვეყანას ევროპის კარი გაუხსნა, გაუმართლებლად მიმაჩნია"
- " აფხაზეთში არ ვიმყოფები, რამდენიმე დღით მოსკოვში მივფრინავ" - ასლან ბჟანია
- მართლმადიდებელი ეკლესია გიორგობას აღნიშნავს
- "დასავლეთის შორ მანძილზე მოქმედი რაკეტებით რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმებმა უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტს გლობალური სახე მისცა"