"მამა, არ დანებდე, იბრძოლე!" - თამაზ მეჭიაური ფილტვების დაზიანებით კოვიდკლინიკაშია მოთავსებული
პოლიტიკოს თამაზ მეჭიაურის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, ინფორმაციას ამის შესახებ სოციალურ ქსელში მისი შვილი, ზაზა მეჭიაური და ყოფილი დეპუტატი, ემზარ კვიციანი ავრცელებენ. როგორც ირკვევა პოლიტიკოსი კოვიდ 19-ს ებრძვის.
"მამა! არ დანებდე! იბრძოლე!" - წერს ზაზა მეჭიაური.
ემზარ კვიციანის ცნობით კი, თამაზ მეჭიაური ფილტვების დაზიანებით კლინიკაშია გადაყვანილი.
"ფილტვების დაზიანების 4%-ით შევიდა 2-3 დღეში უკეთ იყო ველაპარაკებოდი ვაცაპის ლაივით, გუშინწინ დილის 9 - ზე რო დავურეკე, ცუდად იყო და მითხრა, ძლივს გავათენე ღამეო, მეთქი ექიმები სად იყვნენ და გადააგდო გვერდზე თავი, ძალიან უიმედოდ.
გუშინ კატე გადაუღეს უკვე 18-ზე გაიზარდა დაზიანება ფილტვების, დღეს უკვე 85%, ხალხნო, ესაა მკურნალობააა!" - წერს ემზარ კვიციანი.
სიახლეები
- "მადლობა უწმინდესო, რომ გარდაცვალების შემდეგაც უდიდესი მისია იკისრე და ერთად დგომა შეგვაძლებინე! " - თინა ხიდაშელი
- საქართველოში ხუთი მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაური იმყოფება
- "ველოდებით 4 პირველიერარქს, წესის აგებას უხელმძღვანელებს მსოფლიო პატრიარქი" - მეუფე ნიკოლოზი
- "რუსეთი ირანის საიმედო პარტნიორად რჩება" - ვლადიმერ პუტინი
- 22 მარტს, 02:00 საათიდან 09:00 საათამდე მოქალაქეები სამების საკათედრო ტაძარში შესვლას ვერ შეძლებენ
