"ძალიან ცოტას ვლაპარაკობთ საქართველოზე! არადა საფრთხე დიდია!" - თენგიზ ფხალაძე
ეს დღეები ყველა უკრაინაზე ვლაპარაკობთ. რაღაც საკითხებში ვთანხმდებით, რაღაცაში-ვერა, მაგრამ მაინც განვიხილავთ!
სამწუხაროდ არ, ან ძალიან ცოტას ვლაპარაკობთ საქართველოზე! არადა საფრთხე დიდია! - ამის შესახებს სოციალურ ქსელში ანალიტიკოსი თენგიზ ფხალაძე წერს.
"დღეს ყველა: ხელისუფლება, ოპოზიცია, ექსპერტები თუ აკადემიური წრეები, უკლებლივ ყველა, ერთად უნდა ვისხდეთ და განვითარების შესაძლო სცენარებს განვიხილავდეთ, ვგეგმავდეთ ქმედებებს ქვეყნის შიგნით და გარეთ. კვლავაც ვიმეორებ: საფრთხე დიდია!
ამ დროს, სხვა ქვეყნებში, პოლიტიკოსებიც და ექსპერტებიც ჩვენზე მსჯელობენ. რამდენიმე ასეთ დისკუსიაში მეც მომიწია მონაწილეობამ. სხვები მსჯელობენ ჩვენზე და ამ დროს ჩვენ რას ვაკეთებთ?! მართლა გასკდა გული ჩვენი პოლიტიკანობის შემხედველი! ერთმანეთთან ბრძოლით გართულები შორიდან იმ ჭიანჭველის ბუდეს ვგავართ, სადაც ყველა ერთმანეთს ჭამს, ამ დროს კი ამ ბუდეს ნიაღვარი მისდგომია და ლამის ერთიანად წალეკოს!
მახსოვს, 2008-ში რამდენიმე კაცმა მოსალოდნელ ომზე ხმა რომ ამოვიღეთ, სულ “პანიკიორი” გვეძახეს და დაგვცინეს. ახლაც ასევე შეგიძლიათ მეძახოთ “პანიკიორი"… კი ბატონო, მაგრამ მთავარია განვიხილოთ ეს თემა. ბედნიერი ვიქნები, თუ მცდარი აღმოვჩნდები!
ჩათვალეთ, რომ ეს ღია მიმართვაა მთელი პოლიტიკური სპექტრის, პირველ რიგში კი ხელისუფლებისადმი! არის რაღაც, რაც ყველას ერთად დგომას მოითხოვს. გადავდოთ სხვა ყველაფერი გვერდზე და ვილაპარაკოთ ყველაზე მთავარზე - როგორ ავაცილოთ ქვეყანას საფრთხე, რომელიც ყოველდღიურად უფრო აშკარა ხდება და მხოლოდ ერთიანობით თუ გავუმკლავდებით!
დღეს მართლაც ქვეყანაა გადასარჩენი, ერთმანეთის დაჭმას კი სხვა დროსაც მოვასწრებთ!"- წერს თენგიზ ფხალაძე.
სიახლეები
- "მსურს, რომ სპეციალური სამხედრო ოპერაციის მიზნებს რაც შეიძლება მალე მივაღწიოთ" - დიმიტრი მედვედევი
- გარემოს ეროვნული სააგენტო მოსალოდნელი ამინდის პროგნოზის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
- ვერცხლის სავსემთვარე და სატურნის ახალი ციკლის დაწყება - როგორი იქნება თებერლის თვე ზოდიაქოს ნიშნებისთვის
- იმერეთის პოლიციამ უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღო, დაკავებულია სამი პირი
- პირველი თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი
