„წავიდეთ ჩვენი სამშობლოს დასაბრუნებლად“ - მიხეილ სააკაშვილი ახალ მოძრაობას იწყებს

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს. იგი იწყებს ახალ მოძრაობას „ერთად სახლში“, რომლის იდეაც მისივე თქმით, ქართველი პატრიოტების ჯგუფს ეკუთვნის.

 

„ძალიან ბევრს ვხვდები უცხოეთში ჩვენს თანამემამულეებს, ზოგს ტაქსიში, ზოგს რაღაც მშენებლობაზე, ზოგს აკადემიურ დაწესებულებაში, ეს ხალხი თავისი შრომით ინახავს არა მხოლოდ თავის ნათესავებს საქართველოში, არამედ რეალურად, ინახავს იმ დამპალ რეჟიმსაც, რომელიც არის საქართველოში თავისი გადარიცხვებით, რადგან საქართველოში სხვა ეკონომიკა უკვე გააჩანაგა ივანიშვილმა. არადა, ეს ხალხი სწორედ გაჭირვებამ და უპერსპექტივობამ გამოყარა იქიდან. ამ არჩევნებზე ქართველმა ემიგრანტებმა აჩვენეს თავისი ძალა, უზარმაზარი უპირატესობით გაიმარჯვა ოპოზიციამ უცხოეთის უბნებზე, სადაც ხახვი და კარტოფილი ვერ დაარიგეს და სადაც მოსყიდვა არ მუშაობს.

ქართველებს, რომლებიც უცხოეთში არიან, რომლებმაც იციან შრომის ფასი, ვერ წვდება ივანიშვილის მოსყიდვა და მისი მეთოდები იქ არ ჭრის. მაგრამ ეს არ კმარა, ყველა ქართველს ენატრება საქართველოში დაბრუნება. ყველას უნდა, თავისი შვილები იქ გაზარდოს. ყველას უნდა, თავის შვილებს დაუბრუნდეს და არსად ქონდეს გასაქცევი“, – ამბობს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი.

მიხეილი სააკაშვილის თქმით, მათ დიდი ტალღა უნდა აიზვირთონ და ამ აზვირთებულმა ტალღებმა გაზაფხულამდე უნდა მიაღწიონ საქართველომდე.

„ახლა ქართველი პატრიოტების ჯგუფმა მომმართა, მათ შექმნეს მოძრაობა ერთად სახლში, ეს არის ძალიან მაგარი იდეა. ჩვენ უნდა დიდი ტალღა ავიზვირთოთ და ამ აზვირთებულმა ტალღებმა გაზაფხულამდე უნდა მიაღწიონ საქართველომდე, საქართველოს ყველა ქალაქამდე და ქართველებმა უნდა დაიბრუნონ საქართველო. მე თქვენთან ერთად წამოვალ, არაფრის არ მეშინია, ბოლომდე გავალთ, ჩვენ სამშობლოს გარდა არაფერი გვაქვს დასაკარგი და სამშობლო არ უნდა დავკარგოთ. ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ – ერთად სახლში, ვაერთიანებთ ძალებს.

მე შემოვივლი უკლებლივ ყველა ცენტრს, სადაც არიან ქართველები, შეგხვდებით თითოეულ თქვენგანს, ჩაგხედავთ თვალებში, ჩავკიდოთ ერთმანეთს ხელები და წავიდეთ ჩვენი სამშობლოს დასაბრუნებლად, წავიდეთ ამ კოშმარის და ამ საოცრების დასასრულებლად, საქართველო იმსახურებს ბევრად მაგარ რაღაცას და ჩვენ ვიმსახურებთ, გვქონდეს მაგარი სამშობლო, აუცილებლად გვექნება მაგარი სამშობლო – ერთად სახლში, აბა თქვენ იცით“, – აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.

წაკითხვა 1514 ჯერ

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.