"ჩამოვიყვანოთ უკრაინელი ლტოლვილები, დავასვენოთ, გამოვკვებოთ, გული გავუთბოთ"
განათლების ყოფილი მინისტრი კახა ლომაია სოციალურ ქსელში უკრაინის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება და წერს, თუ როგორ უნდა დაეხმაროს საქართველო უკრაინის მოსახლეობას.
"საქართველოს მინიმუმი:
1. დაუყოვნებლივ აღვადგინოთ სავიზო რეჟიმი რუსეთთან - სიმეტრიულად იმ რეჟიმისა, რაც მათ აქვთ ჩვენი მოქალაქეების მიმართ.
2. რუსული თვითმფრინავებისთვის დაიკეტოს საქართველოს საჰაერო სივრცე, "უსაფრთხოების მოსაზრებებიდან გამომდინარე".
3. სამკურნალოდ და სარეაბილიტაციოდ ჩამოვიყვანოთ ომის დროს დაჭრილი უკრაინის მოქალაქეები - სამხედრო მოსამსახურეები და მშვიდობიანი მოქალაქეები.
4. ჩამოვიყვანოთ უკრაინელი ლტოლვილები, დავასვენოთ, გამოვკვებოთ, გული გავუთბოთ. ჩვენზე გაცილებით პატარა მოლდოვამ 30 ათასი უკრაინელი ლტოლვილი მიიღო.
5. გამოცხადდეს სისხლის დონაციის ეროვნული კამპანია - უკრაინას დაუყოვნებლივ სჭირდება სისხლის პლაზმა, სამხედრო მოსამსახურეებისთვის და მშვიდობიანი მოსახლეობისთვის.
6. უკრაინაში მივავლინოთ მედიკოსები და მაშველები.
ყველა ეს ზომა ხაზგასმით ჰუმანიტარულია, და მინიმუმია იმისა, რისი გაკეთებაც შეგვიძლია ახლავე, გადაუდებლად,"- წერს კახა ლომაია.
სიახლეები
- საქართველოში ხუთი მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაური იმყოფება
- "ველოდებით 4 პირველიერარქს, წესის აგებას უხელმძღვანელებს მსოფლიო პატრიარქი" - მეუფე ნიკოლოზი
- "რუსეთი ირანის საიმედო პარტნიორად რჩება" - ვლადიმერ პუტინი
- 22 მარტს, 02:00 საათიდან 09:00 საათამდე მოქალაქეები სამების საკათედრო ტაძარში შესვლას ვერ შეძლებენ
- "პატრიარქის გაცილება იყო იშვიათი შანსი ივანიშვილისთვის, ერთხელ მაინც გადაედგა სახელმწიფოებრივი ნაბიჯი" - მოიხეილ სააკაშვილი
