"რუსეთიდან შემოსულ ყველა მგზავრს შესთავაზეთ ვაქცინაცია" - გიორგი ფხაკაძე
რუსეთში ამჟამად ომიკრონის აფეთქებაა და დღეში 3000-მდე ადამიანი კვდება (ოფიციალური ცნობებით კი 700-800 გარდაცვლილი. მონაცემები არასანდოა. რუსეთში სანდო რა არის?), - ამის შესახებ სოციალურ ქსელში საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი გიორგი ფხაკაძე წერს.
"საქართველოს მთავრობავ, რუსეთიდან შემოსულ ყველა მგზავრს შესთავაზეთ (ფასიანი, ბიუჯეტში ფული გვინდა) ვაქცინაცია. “სტუმრები” ფაიზერით დიდი სიამოვნებით აიცრებიან. ყველამ იცის, რომ სპუტნიკი არ მუშაობს!
ამით საქართველო ოდნავ დაცული იქნება არავაქცინირებული “სტუმრებისგან”, თან ბიუჯეტიც შეივსება,"- წერს გიორგი ფხაკაძე.
სიახლეები
- "მადლობა უწმინდესო, რომ გარდაცვალების შემდეგაც უდიდესი მისია იკისრე და ერთად დგომა შეგვაძლებინე! " - თინა ხიდაშელი
- საქართველოში ხუთი მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაური იმყოფება
- "ველოდებით 4 პირველიერარქს, წესის აგებას უხელმძღვანელებს მსოფლიო პატრიარქი" - მეუფე ნიკოლოზი
- "რუსეთი ირანის საიმედო პარტნიორად რჩება" - ვლადიმერ პუტინი
- 22 მარტს, 02:00 საათიდან 09:00 საათამდე მოქალაქეები სამების საკათედრო ტაძარში შესვლას ვერ შეძლებენ
