"არჩევანი ნეიტრალიტეტს და ომს შორის არ არსებობს" - სერგი კაპანაძე
ნეიტრალიტეტი ძალიან მაგარი რამეა, ოღონდ როცა გარანტია გაქვს რომ ვინმე თუ დაგესხმება თავს, მაგრად მოხვდება. ან შენგან, ან პარტნიორისგან, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში სერგი კაპანაძე წერს.
"თუ ეგ გარანტია არ გაქვს, ნეიტრალიტეტი ნიშნავს უსაფრთხოების გარანტიაზე და სუვერენიტეტზე უარის თქმას, ანუ ხვალ მოვა რუსეთი და წაიღებს რასაც უნდა. მეტს ვიდრე დღეს. მათ შორის, ჯერ გაღიარებინებს აფხაზეთს, ხვალ განალაგებს ბაზას, ზეგ წაიღებს დამოუკიდებლობას.
უსაფრთხოების გარანტიებიანი ნეიტრალიტეტი რუსეთს არ აწყობს. ამიტომ არ გამოვა მაგაზე შეთანხმება.
მეორე, უგარანტიო ნეიტრალიტეტი, ნეიტრალიტეტი არ არის. სუვერენიტეტის დათმობაა.
ამიტომ, არჩევანი ნეიტრალიტეტს და ომს შორის არ არსებობს. იგივე არჩევანია, რაც ომი და დესუვერენიზაცია.
შესაბამისად, თუ გეომებიან, უნდა იომო.
და მანამდე გააგრძელო უსაფრთხოების გაძლიერება.
ნატო არ გვიღებს დღეს და ამიტომ დავთმოთ სუვერენიტეტი, არის ის, რასაც რუსეთი გვეუბნება. ამას თუ ულტიმატუმის სახით გვეტყვის, ნიშნავს, რომ მოგვიწევს ომი. სამწუხაროდ.
კაპიტულაციით ქვეყნების გადარჩენა არ ხდება. თუ მოგვერევა რუსეთი, მოვა დრო და დღეს ეს ბრძოლა იქნება ხვალ სუვერენიტეტის აღდგენის გარანტია. ხვალ სუვერენიტეტის დაკარგვის შიშით დღეს სუვერენიტეტის დათმობა არის სიგიჟე და სიბრიყვე.
ამიტომ, მისახედი გვაქვს უსაფრთხოება და დემოკრატია. რომ ეს დილემა თუ დაგვიდგა, ვიყოთ უფრო ძლიერი ვიდრე დღეს და გვყავდეს უფრო მეტი პარტნიორი, ვიდრე დღეს. ამიტომ არის ეს მთავრობა გასაშვები, რომ ვერც ერთ ამ მიზანს 9 წლის განმავლობაში ვერ მიაღწია,"- წერს სერგი კაპანაძე.
სიახლეები
- "ველოდებით 4 პირველიერარქს, წესის აგებას უხელმძღვანელებს მსოფლიო პატრიარქი" - მეუფე ნიკოლოზი
- "რუსეთი ირანის საიმედო პარტნიორად რჩება" - ვლადიმერ პუტინი
- 22 მარტს, 02:00 საათიდან 09:00 საათამდე მოქალაქეები სამების საკათედრო ტაძარში შესვლას ვერ შეძლებენ
- "პატრიარქის გაცილება იყო იშვიათი შანსი ივანიშვილისთვის, ერთხელ მაინც გადაედგა სახელმწიფოებრივი ნაბიჯი" - მოიხეილ სააკაშვილი
- საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდის მიმართვა სრულიად საქართველოსადმი
