"დღეს, როდესაც ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების რეალური შესაძლებლობა გაჩნდა, მნიშვნელოვანია, ერთად დავდგეთ"
პარტია "საქართველოსთვის" თავმჯდომარე გიორგი გახარია აცხადებს, რომ დღეს, როდესაც ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების რეალური შესაძლებლობა გაჩნდა, მნიშვნელოვანია, "ყველა ერთად დავდგეთ" და "არ აქვს მნიშვნელობა, ვინ არის ხელისუფლებაში ან ოპოზიციაში".
გიორგი გახარიას თქმით, მისი გუნდი მზად არის იმუშაოს ევროინტეგრაციის პროცესის ხელშეწყობისთვის, ქვეყნის შიგნით და მის ფარგლებს გარეთ.
"ევროინტეგრაცია საქართველოს ისტორიული არჩევანი და დამოუკიდებლობის გარანტია.
დღეს, როდესაც ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების რეალური შესაძლებლობა გაჩნდა, მნიშვნელოვანია, ყველა ერთად დავდგეთ ქვეყნის ინტერესებისთვის. არ აქვს მნიშვნელობა, ვინ არის დღეს ხელისუფლებაში ან ოპოზიციაში და როგორია ჩვენი დამოკიდებულება მათ მიმართ, დღეს ჩვენი შვილების და ჩვენი ქვეყნის მომავლის და ბედი წყდება.
მოვუწოდებთ ევროკავშირს, მიანიჭოს საქართველოს უკრაინას და მოლდოვას წევრობის კანდიდატის სტატუსი, რაც იქნება მნიშვნელოვანი ნაბიჯი ერთიანი და მშვიდობიანი ევროპის იდეის აღსრულებისთვის.
ჩვენ მზად ვართ, ვიმუშაოთ ევროინტეგრაციის პროცესის ხელშეწყობისთვის, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან.
საქართველო იმსახურებს ევროპული ოჯახის წევრობას. ჩვენმა სამშობლომ ამისთვის ფასი უკვე არაერთხელ გადაიხადა",- წერს გახარია Facebook-ზე.
სიახლეები
- "მსურს, რომ სპეციალური სამხედრო ოპერაციის მიზნებს რაც შეიძლება მალე მივაღწიოთ" - დიმიტრი მედვედევი
- გარემოს ეროვნული სააგენტო მოსალოდნელი ამინდის პროგნოზის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
- ვერცხლის სავსემთვარე და სატურნის ახალი ციკლის დაწყება - როგორი იქნება თებერლის თვე ზოდიაქოს ნიშნებისთვის
- იმერეთის პოლიციამ უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღო, დაკავებულია სამი პირი
- პირველი თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი
