"ეს შეიძლება ისეთივე დამანგრეველი შედეგის მომტანი გახდეს ჩვენთვის, როგორც 2008-ში მაპზე უარის თქმა"
მოკლედ ასე, კატეგორიულად მიუღებელია უკრაინის ვიცე-პრემიერის განცხადება, რომ საქართველომ კიდევ რამდენიმე პოლიტიკური ვადა ანუ წლები უნდა მოიცადოს იმისათვის, რომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მისცენ, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში პოლიტოლოგი ხათუნა ლაგაზიძე წერს.
მისივე თქმით, საქართველომ არანაკლები გაიღო ევროპული მომავლისთვის, ვიდრე უკრაინამ, არც სისხლი დაჰკლებია, არც ნგრევა, არც ტერიტორიების წართმევა და არც მონაწილეობა საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში ნატოს ეგიდით.
"ახლაც საკუთარ სიცოცხლეს სწირავენ ქართველი ჯარისკაცები უკრაინაში ჩვენი საერთო მომავლისა და თავისუფლებისთვის. საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება თუ არ იმსახურებს, საქართველო იმსახურებს ყველა სიკეთეს ევროკავშირისა და ნატოს წევრობის ჩათვლით. კიდევ ვამბობ: საქართველოსა და მოლდოვისთვის ევროკავშირის კანდიდატობაზე უარის თქმა, იმ დროს, როცა უკრაინას მიეცემა ეს სტატუსი, შეიძლება ისეთივე დამანგრეველი შედეგის მომტანი გახდეს ჩვენთვის, როგორც 2008-ში მაპზე უარის თქმა. ასე რომ, ვთხოვდი და ვურჩევდი უკრაინის ხელისუფლების ცალკეულ წარმომადგენლებს ნუ გახდებიან თავისი მოსაზრებებით თუ მოწოდებებით საქართველოს ევროპული სივრციდან გარიყვის და თანმდევი ტრაგედიის თანამონაწილე,"- წერს ხათუნა ლაგაზიძე.
სიახლეები
- "მსურს, რომ სპეციალური სამხედრო ოპერაციის მიზნებს რაც შეიძლება მალე მივაღწიოთ" - დიმიტრი მედვედევი
- გარემოს ეროვნული სააგენტო მოსალოდნელი ამინდის პროგნოზის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
- ვერცხლის სავსემთვარე და სატურნის ახალი ციკლის დაწყება - როგორი იქნება თებერლის თვე ზოდიაქოს ნიშნებისთვის
- იმერეთის პოლიციამ უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღო, დაკავებულია სამი პირი
- პირველი თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი
