"შუაშისტები არ არსებობენ, შუაშიზმი არაა იდეოლოგია" - ნინო კალანდაძე
შუაშისტები არ არსებობენ. შუაშიზმი არაა იდეოლოგია. შუაშისტები არიან ოპორტუნისტები, რომლებიც ხელისუფლებას და რეჟიმებს შემოუწყრებიან ხოლმე, იმიტომ, რომ იქ თავად ხელს ვეღარ ითბობენ, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში „ჭავჭავაძის ცენტრის“ დირექტორი, საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე ნინო კალანდაძე წერს.
"შენიშნავდით, რომ შუაშისტები სულ ერთი და იგივე ადამიანები და სოციალური ჯგუფებია. წინა 9 წელს ემდუროდნენ რადგან მერიტოკრატიაში მუქთა ადგილები და პრივილეგიები არ მოინახა მათთვის - არადა ისინი იყვნენ "ვიღაცების" შვილები, დის და ძმის შვილები. ანუ, თბილისურმა ფსევდო ელიტამ (ცხადია ფსევდო, იმიტომ რომ ნამდვილ ელიტას სწორედ მერიტოკრატიული სელექცია ქმნის), ვერ აიტანა მათზე "თავსდასმული" "პროვინციელები". იგივე ხალხი შემოუწყრა შემდეგ ივანიშვილს, რომელმაც მათ არ დაუფასა ღვაწლი და თავს კობახიძეები დაასვა.
ცნობისთვის, ივანიშვილი ყოველთვის ის იყო, რაც დღესაა. მაგრამ, ნებაყოფლობით არავინ განდგომია მას. არც ერთი პოლიტიკოსი თუ "შუაშისტი ამომრჩეველი". მან თავად (ჩა)მოიშორა ყველა, რის შედეგადაც მათ ივანიშვილში უეცრად აღმოაჩინეს რუსი ოლიგარქი ავტოკრატი.
არ დავუშვათ იგივე შეცდომები და არ აგვერიოს შავი თეთრში მარტო იმიტომ, რომ დღეს ყველა ოპორტუნისტი ნაცრისფერია,"- წერს ნინო კალანდაძე.
სიახლეები
- "მსურს, რომ სპეციალური სამხედრო ოპერაციის მიზნებს რაც შეიძლება მალე მივაღწიოთ" - დიმიტრი მედვედევი
- გარემოს ეროვნული სააგენტო მოსალოდნელი ამინდის პროგნოზის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
- ვერცხლის სავსემთვარე და სატურნის ახალი ციკლის დაწყება - როგორი იქნება თებერლის თვე ზოდიაქოს ნიშნებისთვის
- იმერეთის პოლიციამ უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღო, დაკავებულია სამი პირი
- პირველი თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი
