"ივანიშვილის სანქციების ქვეშ აღმოჩენის არანაირი ობიექტური საფუძველი არ არსებობს"
ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, ივანიშვილის სანქციების ქვეშ აღმოჩენის არანაირი ობიექტური საფუძველი არ არსებობს, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი წერს.
მისივე თქმით, ოპოზიციის ქრონიკული პრობლემაა მოკლევადიანი შედეგის მიღების მიზნით, გრძელვადიანი თვითდაზიანების მიყენება.
"შესაბამისად, ოპოზიციის მხრიდან ამ მიმართულებით მხარდამჭერებში ცრუ იმედების შექმნა დიდი იმედგაცრუებით დასრულდება. ოპოზიციის ქრონიკული პრობლემაა მოკლევადიანი შედეგის მიღების მიზნით, გრძელვადიანი თვითდაზიანების მიყენება.
აქ საოცარი სხვა რამეა.
თვითონ ხელისუფალმა რომ დაიჯერა ეს შეთქმულების თეორია და ბანალური საბანკო ტრანზაქციების ომის და მშვიდობის თემასთან დაკავშირების პარანოიდალური კამპანია წამოიწყო.
მოკლედ, ერთმანეთს აგიჟებენ, გიჟდებიან და ჩვენც საგიჟეთში გვაცხოვრებენ,"- წერს გია ხუხაშვილი.
ცნობისათვის, მედიაში გავრცელებული ცნობით, ბიძინა ივანიშვილი შვეიცარიულ ბანკს მეორედ უჩივის, ამბობს რა, რომ ბანკის მიერ დაფუძნებულ Green Vals Trust-ში ოპერაციები შეფერხდა, რითაც ივანიშვილს მნიშვნელოვანი ფინანსური ზიანი მიადგა. აღნიშნულ ფაქტს ქართულ პოლიტიკური სპექტრის მხრიდან განსხვავებული შეფასებები მოჰყვა. ოპოზიციის წარმომადგენლები ივანიშვილისათვის სანქციების შესაძლო დაწესებაზე ალაპარაკდნენ. მოვლენების ამგვარ განვითარებას არც ხელისუფლების მხარდამჭერები გამორიცხავენ და ივანიშვილს უპირობო მხარდაჭერას უცხადებენ.
სიახლეები
- კორუფცია თუ არშემდგარი “რევოლუციის” მხარდაჭერა - ყოფილ მაღალჩინოსნების ჩხრეკის შემდეგ ჯერ არავინ დაუკავებიათ
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 21 ოქტომბრისთვის
- "2009 წელს, ჩვენს წინააღმდეგ აქციებს ივანიშვილი აფინანსებდა" - მიხეილ სააკაშვილი
- კრემლში აცხადებენ, რომ საქართველოს კომპენსაციას არ გადაუხდიან - “ეს მილიონები არსად არ გაქრება, რუსეთს მისი გადახდა მოუწევს”
- სუს-ის ანტიკორუფციულმა სააგენტომ თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში ყალბი სამედიცინო მოწმობის დამზადებისა და კომერციულ მოსყიდვაში დახმარების ფაქტებზე სამი პირი დააკავა