November 23, 2024

"40-მდე დაჭრილის მდგომარეობა უმძიმესია, მაგრამ აჭიანურებს მათ ევაკუაციას, მოგეზღვება სულ მალე!"

უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი აგრესიის 82-ე დღე დაიწყო! ამ დროს: ლეგენდარული მარიუპოლი სასწაულებრივად გმირულად დგას! - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ალექსი პეტრიაშვილი წერს.

მისივე თქმით, ხარკოვის მიმართულებით უკრაინული ტერიტორიული თავდაცვის ძალებმა სახელმწიფო საზღვარზე კონტროლის აღდგენა დაიწყეს.

 

"მკვლელი და ნაძირალაა ავადმყოფი პუტინი! 40-მდე დაჭრილის მდგომარეობა უმძიმესია, ჯამში 600 დაჭრილია, მაგრამ აჭიანურებს მათი ევაკუაციის პროცესის დაწყებას! მოგეზღვება სულ მალე!

 

ხარკოვის მიმართულებით უკრაინული ტერიტორიული თავდაცვის ძალებმა სახელმწიფო საზღვარზე კონტროლის აღდგენა დაიწყეს და პრეზიდენტს უპატაკეს! სულ მალე მთლიანად ხარკოვის ოლქის გაყოლებაზე აღდგება საზღვარზე კონტროლი!

 

ამოტოლა რუსეთმა დაიწყო კიევის 3 დღეში აღების ამბიციით და ახლა ჯახირობს ლუჰანსკის ადმინ.საზღვრამდე მიღწევას! ერთი ხერსონში ჩააყენა ვითომ ჯარი და თავზე ახურავენ იქაურები, სანამ არ გაყრიან კინწის კვრით და სულ რომ დაანგრია, მერე ჩადგა პოპასნაიაში! ისიც რამდენ დღეს იდგება, ვნახავთ! ეს ჯახირი თან რა ძვირი უჯდება ურდოს! გუშინ ურდომ 17 შეტევა განახორციელა, ჩვენებმა 2 ვერტმფრენი ჩამოუგდეს, დრონები და ფრთოსანი რაკეტები გაუნადგურეს, ტანკების და ჯავშანტექნიკის კოლონა დაუდუღეს და კიდევ 100 ორკი კობზონის კონცერტზე ჯუნგლების სექტორში გაუშვეს! ჯამში, ომის დაწყებიდან ურდომ მობილიზებული ორკების 1/3 დაკარგა - 27500 მკტარი, 1 მაგდენი დაჭრილი და ტყვედ ჩავარდნილი! ყოჩაღ ბიჭებო, ყოჩაღ! 

 

ისე დაკივლა აშშ-ში ურდოსების ელჩმა, რუსეთის კაპიტულაციას ხელს არ მოაწერსო, მგონი უნდოდა ეთქვა, ეგ თუ მოხდება, მე სახლში ცოცხალი არ დავბრუნდებიო! 

 

აი, რომ ეტყვიან მოხდა უკვე მოხდაო, მაშინ იქნება კაი სანახავი მაგიც და სხვა ბევრიც ურდოსებში!

 

გაზით და ნავთობით შანტაჟი არ გამოუვიდა და ახლა "ზერნოთი" და შიმშილით აბულინგებს მსოფლიოს! აღარავის ეშინია არც მაგის ბირთვული მუქარის, არც ენერგო შანტაჟის და არც სასურსათო კრიზისის! თავად რუსული სახელისუფლებო მედია წერს, რომ დასავლეთმა განაჩენი გამოუტანა რუსეთს და ბოლომდე იბრძოლებს მასთანო! 

 

24 აგვისტოს არის უკრაინის ეროვნული დღესასწაული და ჩემი დაბადების დღე! ველოდები დიდ შვიდეულს რომ შეეფერება ისეთ საჩუქარს! 

 

მანამდე უეჭველი შევა ფინეთი და შვედეთი ნატო-ში!

 

მანამდე კი არა და სულ მალე მიიღებს ევროკავშირი ემბარგოს რუსულ ნავთობზე;

მანამდე კი არადა 18 მაისს უყრიან კენჭს 40 მილიარდიან დახმარებას აშშ-ში;

მანამდე აეხევა რუსეთს ასეულობით მილიარდი და დაიწყება უკრაინის რეაბილიტაცია/რეკონსტრუქცია! 

 

ნატო-ს გენ.მდივანს, ცხადია ჩემზე ბევრად მეტი ინფორმაცია აქვს, მაგრამ ორივე ერთსა და იმავეს ვიძახით:

უკრაინა იმარჯვებს!

დიდება უკრაინას!

დიდება გმირებს!

დიდება ერს!

სიკვდილი მტერს!"- წერს ალექსი პეტრიაშვილი.

 

შეგხსენებთ, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, რუსული ძალები იზიუმის რაიონში კონცენტრირებული ქვედანაყოფების გამოყენებით შეტევითი მოქმედებებისთვის ემზადებიან.

 

„მტერი კონცენტრირებულია დონეცკის მიმართულებით. სლობოჟანსკის მიმართულებით მოწინაღმდეგე ცდილობს შეაკავოს უკრაინის თავდაცვის ძალების შეტევა ქალაქ ხარკოვის ჩრდილოეთით და ხელი შეუშალოს მათ სახელმწიფო საზღვრამდე მისვლას. მტერი იზიუმის რაიონში კონცენტრირებული ქვედანაყოფების გამოყენებით შეტევითი მოქმედებებისთვის ემზადება,“ - ნათქვამია გენშტაბის ანგარიშში.

 

მათივე ცნობით, აღმოსავლეთ ოპერაციის ზონაში რუსეთის ავიაციამ სამოქალაქო და სამხედრო ინფრასტრუქტურა დააზიანა.

წაკითხვა 364 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.