"მივიღეთ პროვინციული "კვაზიავტორიტარიზმი", რომელსაც ევროპამ სახელი უკვე დაარქვა"
ყველაფერი ,,დემოკრატიით ევროპელების გაოცების“ ამბიციით დაიწყო.. ყველას, ვინც ეს ამბიცია თვიდანვე შიზოფრენიის, ან ზომიერებადაკარგული აფერისტობის ნიშნად აღიქვა ან თავი მოიტყუა, შედეგი ერთი დაგვიდგა: მივიღეთ პროვინციული კვაზიავტორიტარიზმი, რომელსაც ევროპამ სახელი უკვე დაარქვა და საქართველოს ევროპული მომავლის პერსპექტივაც ქართველი ხალხის იდეალიზმისა და რაციონალიზმის ძაფებისგან მოქსოვილ თოკზე დაკიდა, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ჟურნალისტი გიორგი თარგამაძე წერს.
მისი თქმით, ყველაზე ეფექტური წამალი საზოგადოების წევრების სიმრავლე და ერთობლივი მოქმედებაა.
"მეცნიერულად დადასტურებული ფაქტია, რომ სტრესის მატების ( დღევანდელი ევრორეზოლუცია) და არასათანადო მკურნალობის შედეგად შიზოფრენია პროგრესირებს და ბოდვაში გადადის (ბოდვის შემთხვევაში ეს არის მცდარი და ირაციონალური რწმენა, რომელიც არ იცვლება საწინააღმდეგო ინფორმაციის ნათლად არსებობის შემთხვევაშიც კი ( იხ. ევრორეზოლუციის საპასუხო, ბიძინასთან შეთანხმებული განცხადება), შესაბამისად კობახიძე-ღარიბაშვილ-წულუკიანი მეტი ინტენსივობით გააგრძელებენ ამ თოკის გადაღრღნას.
სანამ ეს საქმე ბოლომდე მიუყვანიათ შეკავების ( გაკავების) და მკურნალობის მწყობრი და ეფექტური გეგმაზე ფიქრი და მსჯელობაა საჭირო. ერთი რაც ზუსტად შემიძლია ვთქვა: ყველაზე ეფექტური წამალი საზოგადოების წევრების სიმრავლე და ერთობლივი მოქმედებაა. ეს ერთადერთია, რაც გვერდითი მოვლენების რისკს მინიმუმამდე ამცირებს და პოლიტიკური შიზოფრენიით დაავადებულს რეალობაში აბრუნებს.
ცოტა რთულად დავწერე.. მაგრამ მარტივად ნამდვილად აღარა გვაქვს საქმე,"- წერს გიორგი თარგამაძე.
სიახლეები
- "სიტყვა პატიმარს სააკაშვილი რომ ახსენებს, სირცხვილია, 25 000-მდე პატიმარი ჰყავდათ ციხეებში, ეს იყო სისტემური დანაშაული, ამაზრზენია ეს ყველაფერი" - ირაკლი კობახიძე
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 5 მაისიდან
- "ოპოზიცია ვიდრე ერთიანდებოდა, იშლებოდა, ათი არჩევნები მოვიგეთ, მეთერთმეტე არჩევნებსაც ამ რეჟიმში მოვიგებთ" - ირაკლი კობახიძე
- "არცერთი მმართველის პირობებში ეკლესია ისე არ გაძლიერებულა, როგორც ჩემს დროს, რატომ აძლევთ საშუალებას, გამოგვაცხადონ, როგორც ურწმუნოები და ეკლესიის მტრები?"
- " საქართველო ხდება ჯარიმების ქვეყანა" - მიხეილ სააკაშვილი
