"მტკივნეულია, როცა გესმის, რომ საქართველო, რომელიც მსოფლიოს ნომერ პირველი რეფორმატორი იყო, ახლა "მაჩანჩალადაა" ქცეული"
როგორც ექსპრეზიდენტი "ფეისბუკში" გავრცელებულ მიმართვაში ამბობს, ისტორიული და ძალიან მტკივნეულია, როცა გესმის, რომ საქართველო, რომელიც იყო რეგიონის ლიდერი და მსოფლიოს ნომერ პირველი რეფორმატორი, ახლა "მაჩანჩალადაა" ქცეული.
"ისტორიული 2 დღე ევროპის მთავარ საკანონმდებლო ორგანოში. ისტორიული და ძალიან მტკივნეულია, როცა გესმის, რომ საქართველო, რომელიც იყო რეგიონის ლიდერი და მსოფლიოს ნომერ პირველი რეფორმატორი, ახლა "მაჩანჩალადაა" ქცეული. ბედნიერი ვარ, რომ ევროპას არ ვავიწყდები და მათი უმაღლესი ტრიბუნიდან, რომლიდანაც არაერთხელ გამოვსულვარ, აჟღერებენ ჩემს მიმართვას, რომ არ ჩაგვტოვონ პოსტსაბჭოთა ჭაობსა და რკინის ფარდის იქით.
ევროპული სოლიდარობა ნიკასა და ჩემს მიმართ მართლაც დასაფასებელია, მაგრამ მთავარი ქართველი ხალხის მიმართ სოლიდარობაა.
ჩვენ აუცილებლად მივიღებთ კანდიდატის სტატუსს და ქვეყანაში ქართველი ხალხი საკუთარი ხელით და დასავლეთის დახმარებით შეცვლის ყველაფერს. ჩვენს შვილებს კი აღარ მოუხდებათ ევროპაში გადახვეწა, არამედ ისინი სახლში დარჩებიან და ევროპა მოვა ჩვენთან. ყინული დაიძრა და გაგრძელება აუცილებლად იქნება," - წერს მიხეილ სააკაშვილი.
სიახლეები
- "ველოდებით 4 პირველიერარქს, წესის აგებას უხელმძღვანელებს მსოფლიო პატრიარქი" - მეუფე ნიკოლოზი
- "რუსეთი ირანის საიმედო პარტნიორად რჩება" - ვლადიმერ პუტინი
- 22 მარტს, 02:00 საათიდან 09:00 საათამდე მოქალაქეები სამების საკათედრო ტაძარში შესვლას ვერ შეძლებენ
- "პატრიარქის გაცილება იყო იშვიათი შანსი ივანიშვილისთვის, ერთხელ მაინც გადაედგა სახელმწიფოებრივი ნაბიჯი" - მოიხეილ სააკაშვილი
- საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდის მიმართვა სრულიად საქართველოსადმი
