"პუტლერი ისეთივე და უფრო უარესი ტერორისტია, როგორიც ბინ ლადენი იყო"
ალექსი პეტრიაშვილი სოციალურ ქსელში უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება:
"ბოდიში, რომ დღეს ტრადიციულად პოზიტიური და ომახიანი ვერ ვიქნები! ვინც გუშინდელი კადრები ნახა, გაიგებს!
დილის მონაცემებით პოლტავის ოლქის ქალაქ კრემენჩუკში სავაჭრო ცენტრზე განხორციელებულ სარაკეტო ტერორისტულ შეტევას 18 ადამიანი ემსხვერპლა! როგორც პრეზიდენტმა ზელენსკიმ განაცხადა, ხალხის ძალიან დიდმა ნაწილმა გამოსვლა მოასწრო!
პუტლერი არის ისეთივე და უფრო უარესი ტერორისტი როგორიც იყო ბინ ლადენი! ურდოსტანი არის სახელმწიფო-ტერორისტი!
რისთვის იკრიბება დღეს გაერო? რას იტყვის? დაგმობს ჰო და ურდოს უტიფარი ვაზირი იტყვის (თქვა კიდეც უკვე), დადგმულია ეგ ყველაფერიო.
ლისიჩანსკში ხალხი ტექნიკურ წყალს იღებდა. რაშისტმა ტერორისტებმა რაკეტები დაუშინეს და 7 ადამიანი, მათ შორის 3 ბავშვი დაიღუპა!
ხარკოვიც ისევ დაბომბეს და 5 ადამიანი დაიღუპა!
ხვალ ნატო-ს ახალ სტრატეგიულ კონცეფციას მიიღებენ და რუსეთს ყველაზე დიდ საფრთხეს დაარქმევენ!
სწრაფი რეაგირების ძალების რაოდენობა გაიზრდება 300 ათასამდე!
მანამდე დიდმა შვიდეულმა განაცხადა, რომ უწყვეტად და შეუზღუდავად დაეხმარება უკრაინას რუსეთთან ომში! 29.5 მილიარდი დოლარი გამოეყო უკრაინის ბიუჯეტს!
დეფოლტირებულ ურდოს ვინ რას გამოუყოფს, აქ არ დავწერ!
ჩვენები იცავენ ლისიჩანსკს, ამაგრებენ ბახმუტ-ლისიჩანსკის ტრასას; დაბომბეს ისევ ურდოს შეიარაღების საწყობები დონეცკში, ლუგანსკში და ხარკოვის ოლქში!
აშშ ახალ მიწა-ხმელეთის ტიპის სარაკეტო კომპლექსებს იყიდის უკრაინისთვის! კიდევ დამატებით "გაუმარსები" ჩავა ივლისში.
იარაღი, იარაღი, იარაღი ჩქარა! ზელენსკის მიმართვაში დიდი შვიდეულისადმი, უსაფრთხოების გარანტიებთან, ფინანსური დახმარების გაზრდასთან, რუსეთზე სანქციების წნეხის გაძლიერებასა და ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოცხადების თხოვნასთან ერთად მთავარი მოთხოვნა ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემების და შეიარაღების მოწოდება იყო!
უკრაინა აუცილებლად გაიმარჯვებს!
დიდება უკრაინას!
დიდება გმირებს!
დიდება ერს!
სიკვდილი მტერს!
გაუმარჯოს საქართველოს! "- წერს ალექსი პეტრიაშვილი.
სიახლეები
- "სიტყვა პატიმარს სააკაშვილი რომ ახსენებს, სირცხვილია, 25 000-მდე პატიმარი ჰყავდათ ციხეებში, ეს იყო სისტემური დანაშაული, ამაზრზენია ეს ყველაფერი" - ირაკლი კობახიძე
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 5 მაისიდან
- "ოპოზიცია ვიდრე ერთიანდებოდა, იშლებოდა, ათი არჩევნები მოვიგეთ, მეთერთმეტე არჩევნებსაც ამ რეჟიმში მოვიგებთ" - ირაკლი კობახიძე
- "არცერთი მმართველის პირობებში ეკლესია ისე არ გაძლიერებულა, როგორც ჩემს დროს, რატომ აძლევთ საშუალებას, გამოგვაცხადონ, როგორც ურწმუნოები და ეკლესიის მტრები?"
- " საქართველო ხდება ჯარიმების ქვეყანა" - მიხეილ სააკაშვილი
