April 20, 2025

"რამდენად უნდა გაიფხრიწოს ურდოს გამოფიტული არმია?!"

ალექსი პეტრიაშვილი სოციალურ ქსელში უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება:

"მოვიდა კიდევ 4 გაუმარსი ჩვენების განკარგულებაში! კიდევ მოვიდა გერმანული მარსები უკვე ფრონტის ხაზზე; კიდევ მოვიდა 550 მილიონი დოლარის ჭურვები და რაკეტები აშშ-დან! მწიფდება 300კმ-იანი სიშორის რაკეტების ჩვენებისთვის გადმოცემის საკითხზე გადაწყვეტილება! მოდის და მოდის სამხედრო დახმარება! 

 

უკრაინა გაიმარჯვებს! 

 

რამდენად უნდა გაიფხრიწოს ურდოს გამოფიტული არმია?! აღმოსავლეთ ფრონტზე რამდენი ხანია უკვე ერთ ადგილს ტკეპნიან. ახლა დაიწყეს ნარჩენების სამხრეთით გადასროლა, რომ დროებით ოკუპირებული ხერსონი გაამაგრონ და მითამ შეტევა წამოიწყონ მიკოლაევის და კრივოი როგის მიმართულებით! მოქუჩდით ერთად ურდოსებო და გაახარეთ თქვენი საყვარელი იოსია, მიკობზონდით ადრე და სწრაფად! 

 

აი, ნოვა კახოვკაში ბეთქავენ ჩვენები, მერე ისევ მოქუჩდებიან ურდოსები და ისევ მოკითხვა გაუმარსებისგან! გუშინ ღამეც ასე იყო! 

 

უკრაინა გაიმარჯვებს! 

 

ევროკომისიამ დაამტკიცა მორიგი მაკროსაფინანსო დახმარება 500 მილიონი ევროს ოდენობით! 

ოლენივკაში ჩადენილი ტერორისტული აქტის პირველადი მოკვლევის შემდეგ, უკრაინის ახალმა გენ.პროკურორმა განაცხადა, რომ ურდომ ტყვეების მოსაკლავად გამოიყენა თერმობარული ბომბი! მოგეზღვებათ მაგაზე პირადად პუტლერ/პუილოს და მთელ მის შაიკას! 

 

აი, როგორც აზ-ზავახირი გაისტუმრეს გუშინ უსამასთან შესახვედრად, ისე არ ასცდება ბოლოს პუტლერს! 

 

პოლონეთის პრეზიდენტმა ანჯეი დუდამ პირდაპირ შეადარა მარიუპოლში რაშისტების ქცევა ნაცისტების ვარშავაში ბარბაროსობას! 

 

აშშ-ს ადმინისტრაციის განცხადებებიდან და ტაივანის მედიაში გავრცელებული ცნობებიდან იკვეთება, რომ კონგრესის სპიკერს ნენსი პელოსის მაინც აქვს ტაივანში ჩასვლა გეგმაში! ამ საღამოს თუ ქ-ნი პელოსი და მისი ორპარტიული დელეგაცია ტაიპეის სასტუმროში დაჩექინდა, მერე ნახეთ თქვენ გლობალური დათბობის ეფექტები! აპოკალიფსი არ იქნება, მაგრამ გამიშვი გამატარე ჩინელ, ამერიკელ და ტაივანელ სამხედროებს შორის კი ნაღდად მოსალოდნელია! 

 

ტყუილად ნურავის აქვს იმედი, რომ სამხრეთ ჩინეთის ზღვაში ტემპერატურის მატება მსოფლიოს ყურადღებას მოადუნებს უკრაინის გმირულ ბრძოლაზე ოკუპანტი ურდოს წინააღმდეგ! 

 

უკრაინა გაიმარჯვებს! 

 

დიდება უკრაინას! 

დიდება გმირებს! 

დიდება ერს! 

სიკვდილი მტერს!"- წერს ალექსი პეტრიაშვილი.

 

ცნობისათვის, დღეს რუსეთ - უკრაინის ომის 159 დღეა.  ომის შემსწავლელი ინსტიტუტის ანგარიშის თანახმად, უკრაინის შეიარაღებული ძალები, იზიუმის მიმართულებით კონტრშეტევის განხორციელებას დიდი ალბათობით, შეძლებენ. მათივე ცნობით, რუსეთის ფედერაცია აგრძელებს დონეცკის ოლქის ჩრდილოეთ ნაწილიდან ჯარების გადაყვანას სამხრეთ უკრაინის თავდაცვითი პოზიციების მხარდასაჭერად, რაც შეასუსტებს ოკუპანტების ძალებს სლავიანსკის მიმართულებით.

 

„ჯარების გაყვანა, სავარაუდოდ, შეუქმნის უკრაინულ ძალებს კონტრშეტევის წამოწყების შესაძლებლობას იზიუმის მიმართულებით, ისევე როგორც რუსეთის მიერ ლუგანსკის ოლქის დაპყრობამ საშუალება მისცა უკრაინას, შეექმნა პირობები კონტრშეტევისთვის ხერსონის რეგიონში“, - აცხადებენ ომის შემსწავლელი ინსტიტუტის ანალიტიკოსები.

წაკითხვა 476 ჯერ

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.