"მოგვწონს თუ არ მოგვწონს უკრაინის ომის გამო საქართველოს შემოსავლები მნიშვნელოვნად გაიზარდა"
ომებს და მასთან დაკავშირებულ სანქციებს (ემბარგოებს) მეომარი მხარეებისათვის ზარალი მოაქვს, ზოგიერთებისათვის კი მოგებაც, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში პოლიტიკური მიმომხილველი სიმონ კილაძე წერს.
მისი თქმით, პირველ და მეორე მსოფლიო ომებში ძირითადად ევროპელები და აზიელები დაზარალდნენ, ამერიკელები კი, როგორც ამბობენ, გამდიდრდნენ (იარაღის მიწოდებით, სამხედრო-სამრეწველო პოტენციალის გაზრდით და ა.შ.).
"სპარსეთის ყურის ომების დროს (ირან-ერაყი, ერაყ-ქუვეითი), როცა მეომარ და იმავდროულად, ენერგორესურსებით მდიდარ ქვეყნებში ნავთობის მოპოვება შემცირდა, მოგება მიიღეს საუდიტებმა და სხვა მეზობელმა ქვეყნებმა, რომლებმაც ნავთობის მოპოვება გააფართოვეს.
წარსულის ბევრი სხვა მაგალითის გახსენება შეიძლება, მაგრამ აწმყოში გადმოვინაცვლოთ.
რუსეთ-უკრაინის ომმა სრულიად შეცვალა გეოეკონომკური ვითარება და სატრანზიტო პოლიტიკა. თუ ადრე აზიიდან ევროპისაკენ და პირიქით სატრანზიტო მარშრუტები ძირითადად რუსეთის ტერიტორიაზე გადიოდა, ახლა, როცა რუსეთს სანქციები აქვს დაწესებული, გარდაუვალი გახდა ახალი მარშრუტების ძიება აზიური და ევროპული ტვირთებისათვის. ერთ-ერთი სატრანზიტო მარშრუტი საქართველოზეც გადის.
მოგვწონს თუ არ მოგვწონს (ზნეობრივ-მორალური თვალსაზრისით), უკრაინის ომის გამო საქართველოს შემოსავლები მნიშვნელოვნად გაიზარდა - "ტრასეკას" დერეფანი თითქმის სრული სიმძლავრით ამოქმედდა. ნახტომისებურად გაიზარდა ტვირთების გადაზიდვა საავტომობილო ტრანსპორტით (პლუს მთავრობამ სატრანზიტო ტარიფებიც მოამატა).
რაც შეეხება "საქართველოს რკინიგზას", მისმა შემოსავლებმა, იანვარ-ივნისის მონაცემებით, ბოლო წლებში ისტორიული რეკორდი დაამყარა - 191 მილიონი ლარის ოდენობით. სავარაუდოდ, 2022 წლის ბოლომდე შემოსავლები კიდევ უფრო გაიზრდება.
ასეა და რას ვიზამთ.... ომით ზოგი ზარალდება, ზოგიც, ეკონომიკური კანონზომიერების მიხედვით, გარკვეულ მოგებას იღებს.
თუმცა ჩვენთან ფასები მაინც იზრდება, ცხოვრება გაძვირებას აგრძელებს..."- წერს სიმონ კილაძე.
სიახლეები
- "განსაკუთრებული იყო მისი დამოკიდებულება ქუთაისის თეატრის მოყვარულთა საზოგადოების მიმართ" - გარდაიცვალა ნანა ქაჯაია
- ვრცელდება პაპუნა ლოცულაშვილის განცხადება, რომელზეც გორში სამართალდამცველების მხრიდან ფიზიკური ძალადობა განხორციელდა
- "დავბრუნდი 17 წლის მერე და ისევ ემიგრანტი გავხდი, ამჯერად საკუთარ ქვეყანაში“ – ელზა ჯაბიძე
- "ნაციონალურ მოძრაობას“ ნამდვილად არ აქვს უფლება, ისაუბროს ძალადობაზე, სისტემურ დანაშაულზე, ეს მათმა მომხრეებმაც კი გადასარევად იციან" - მიხეილ სარჯველაძე
- „საქართველო იმსახურებს უკეთესს“ სრულიად უკბილო და არაადეკვატური ლოზუნგია, „შემოდგომაზე შევიკრიბებით უფრო მეტი“ კი ძალიან მავნე გეგმაა"
