"შეიძლება ევროკავშირი ვერ შეთანხმდეს, მაგრამ უმრავლესობა შენგენის ქვეყნებში რუსები ვეღარ შევლენ!"
ალექსი პეტრიაშვილი სოციალურ ქსელში უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება:
"ესე იგი, ბოლო სამი დღეა ზედიზედ პარანორმალური მოვლენები ფიქსირდება უკრაინულ ზეცაში: ყოველ დღე ციდან ვარდება 1 ალიგატორი, ნიანგის ტყავი კი ძვირად ფასობსო, მაგრამ ურდოს ალიგატორი -კა-52 ვერტმფრენი ცალი 18 მილიონი დოლარი ღირს! თანაც რამდენი ჩვენი მებრძოლი მშვიდად გააგრძელებს ბრძოლას!
სამაგიეროდ ლატვიამ გადმოსცა ჩვენებს 4 ვერტმფრენი - 2 მი-17 და 2 მი-2, კიდო 8 ცალი თვითმავალი ჰაუბიცა!
ურდოსტანში ფარშისთვის საზარბაზნე ხორცის გროვება თვით პეტროგრად/ლენინგრად/პუტლერგრადში დაიწყეს. ფარული მობილიზაციით აგროვებენ მითამ მოხალისეებს, სინამდვილეში ძალით მიჰყავთ, იმიტომ რომ დნრ/ლნრ ში მამრი აღარ დარჩა; ბურიატები და იაკუტებიც იოქ- აღარალიი! მასკოვიადან უნდა დაიწყონ ახვეტა! ევროპებში მაინც ვეღარ წავლენ! აგერ პოლონეთმა შეწყვიტა უკვე ვიზების გაცემა რუსებზე! შეიძლება ევროკავშირი ვერ შეთანხმდეს, მაგრამ უმრავლესობა შენგენის ქვეყნებში რუსები ვეღარ შევლენ! ვაი საქართველო...
მელიტოპოლიდან ურდომ აფიცრების ოჯახების ევაკუაცია დაიწყო! ხერსონიდან ხო თვითონაც გარბიან და გარბიან! სამხრეთში სულ კაი ამბები იქნება აწი!
აღმოსავლეთში ჭირს პაწა ჯერ! გუშინაც უტევდა ისევ ურდო ჩვენებს, მაგრამ მაგრად დაუხვდნენ ისევ ჩვენები და ყველა მიმართულებაზე მოსდეს ღრანჭში ურდოს! საკობზონე მასალა მწყობრი ნაბიჯით უახლოვდება 45 ათასიან ნიშნულს! კვირის ბოლოს სპეც.კანცერტი ექნება იოსიას!
უკრაინა გაიმარჯვებს - საქართველო გაიმარჯვებს!
დიდება უკრაინას!
დიდება გმირებს!
დიდება ერს!
სიკვდილი მტერს!"- წერს ალექსი პეტრიაშვილი.
სიახლეები
- კორუფცია თუ არშემდგარი “რევოლუციის” მხარდაჭერა - ყოფილ მაღალჩინოსნების ჩხრეკის შემდეგ ჯერ არავინ დაუკავებიათ
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 21 ოქტომბრისთვის
- "2009 წელს, ჩვენს წინააღმდეგ აქციებს ივანიშვილი აფინანსებდა" - მიხეილ სააკაშვილი
- კრემლში აცხადებენ, რომ საქართველოს კომპენსაციას არ გადაუხდიან - “ეს მილიონები არსად არ გაქრება, რუსეთს მისი გადახდა მოუწევს”
- სუს-ის ანტიკორუფციულმა სააგენტომ თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში ყალბი სამედიცინო მოწმობის დამზადებისა და კომერციულ მოსყიდვაში დახმარების ფაქტებზე სამი პირი დააკავა