November 23, 2024

"პუტინის გარემოცვაში დაპირისპირება ღრმავდება" - ალექსი პეტრიაშვილი

ალექსი პეტრიაშვილი სოციალურ ქსელში უკრაინაში მომდინარე მოვლენებს ეხმაურება:

"ხერსონის მიმართულებაზე ჩვენების შეტევა გრძელდება წარმატებით ორი მხრიდან. გავრილოვკის, ნივოალექსანდროვკის და ლიბიმოვკის გათავისუფლების შემდეგ ჩვენები დუდჩანსაც მიადგნენ და ამ დროისთვის მის მნიშვნელოვან ნაწილს აკონტროლებენ. მეორე მიმართულებაზე ბოლოს შევჩენკოვკაც აიღეს და კიდევ უფრო წინ წამოვიდნენ ხერსონისკენ. დღეს იმედია დუდჩანები გათავისუფლდება და თუ აფეთქებული ხიდი ძალიან არ შეაფერხებს, ჩვენები განაგრძობენ სვლას ბერისლავი - ნოვაკახოვკისკენ!

 

აღმოსავლეთშიც მაგრად უტევენ ჩვენები: ხარკოვის რეგიონში ბოროვოს და შიიკივკას აღებით ფაქტობრივად 100%-ით გათავისუფლდა ხარკოვის რეგიონი და ახლა შეტევა მიდის ლუჰანსკის მიმართულებით. კერძოდ, ტორსკე-სვატოვოს სტრატეგიულ ტრასას ჩვენები აკონტროლებენ. დღეს გაგრძელდება შეტევა სვატოვოზე, კრემენნაზე, რუბეჟნოეზე და ლისიჩანსკზე! სტრატეგიული მნიშვნელობის სვატოვოში ურდო სულ მალე ისევ ქვაბში ამოყოფს თავს! მაგ ქვაბებში ხარშვა რითაც მთვარდება, კი ვნახეთ და ვიცით!

 

ამსიობაში გუშინ ჩვენებმა გაანადგურეს 1 სუ-34, 1 სუ-25, 1 კა-52, 31 ტანკი, 4 უპილოტო საფრენი აპარატი და რამდენიმე ასეული ორკი. 

 

კიდო ამსიობაში ღრმავდება დაპირისპირება პუტინის გარემოცვაში. აშკარად კონტროლიდან გადის უკვე ეს დაპირისპირება თავდაცვის სამინისტროს და დანარჩენ ბაევიკურ სამყაროს შორის. ის კი არა, ბობოლა კაგებეშნიკები ერთმანეთისგან განსხვავებული მესიჯებით ბაასობენ! პუტლერს რაა? გედების ტბაა.

მინამ სანამ ილინ მასკი აქციების სპეცოპერაციას ატარებდა და ტვიტერზე სისულელეებს ფრუტუნებდა, ამერიკამ საქმეს მივხედოთო ჯობიაო და უკრაინას 4 ახალი ჰაიმარსი გადავცეთ თავისი ჭურვების მარაგითო; 

საფრანგეთის პრემიერ მინისტრი ელისაბედ ბორნი აბობოქრდა გუშინ, მომაკვდინებლად ძვირ ფასს დავუსვამთ რუსეთს ამ ომსო. კიდო სანქციები ძალიანაც კაათ მუშაობს და რუსეთის ეკონომიკას ეს უკვე კაათაც დეეტყოო. მეღსი ბოკუ! 

ევროკავშირმაც ჯიბეზე გაიკრა ხელი და 5 მილიარდი ევროს მაკორსაფინანსო დახმარებას უკრაინასთან მოაწერა ხელი! 

უკრაინა იმარჯვებს - საქართველო გაიმარჯვებს - პუტინის ბოროტების იმპერია ინგრევა!

დიდება უკრაინას!

დიდება გმირებს!

დიდება ერს!

სიკვდილი მტერს!"- წერს ალექსი პეტრიაშვილი.

წაკითხვა 303 ჯერ განახლდა განახლდა ოქტომბერი 04 2022
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.