"ოპოზიციას სრული კრიზისი აქვს და პრაიმერის ნორმალურად ჩატარების შემთხვევაშიც კი შეუმდგარს დატოვებს პოლიტიკურ სუბიექტებს"
ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია მიიჩნევს, რომ ოპოზიციაში დაანონსებულ პრაიმერისს, ერთ საკმაოდ მნიშვნელოვანი დანიშნულება შეიძლება ჰქონდეს და ეს პოლიტიკური ამბიციების ასპექტს უკავშირდება. ანალიტიკოსის აზრით, ოპოზიციის კრიზისის პირობებში პრაიმერს სხვა დანიშნულება ნაკლებად მოსალოდნელია ჰქონდეს.
„პრაიმერის იდეა ჩემთვის საინტერესოა ერთი კონკრეტული ასპექტით - პოლიტიკური პირების ამბიციებში პოლიტიკური წონასწორობის თეორიული ასპექტით. ამან შესაძლოა შექმნას თეორიული წინაპირობები პოლიტიკურ პენსიაში ზოგიერთი სუბიექტის წასასვლელად.
სხვა მხრივ, პოლიტიკურ ოპოზიციას აქვს პრაქტიკულად სრული კრიზისი და პრაიმერის მეტ-ნაკლებად ნორმალურად ჩატარების შემთხვევაშიც კი მაინც შეუმდგარს დატოვებს პოლიტიკურ სუბიექტებს.
პოლიტიკურ ჯგუფებს სჭირდებათ სრული განახლება, სხვა შემთხვევაში ისინი მმართველ პარტიას უფრო შეუქმნიან მდგრადობას. ძალაუფლების შესაცვლელად ჯერ ალტერნატივები უნდა შეიცვალოს ანუ ოპოზიცია,“- წერს არჩილ გამზარდია სოციალურ ქსელში.
სიახლეები
- "მსურს, რომ სპეციალური სამხედრო ოპერაციის მიზნებს რაც შეიძლება მალე მივაღწიოთ" - დიმიტრი მედვედევი
- გარემოს ეროვნული სააგენტო მოსალოდნელი ამინდის პროგნოზის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
- ვერცხლის სავსემთვარე და სატურნის ახალი ციკლის დაწყება - როგორი იქნება თებერლის თვე ზოდიაქოს ნიშნებისთვის
- იმერეთის პოლიციამ უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღო, დაკავებულია სამი პირი
- პირველი თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი
