"განსაკუთრებით კარგად ხვდება ურდოს დონეცკის მიმართულებაზე" - ალექსი პეტრიაშვილი
ალექსი პეტრიაშვილი სოციალურ ქსელში უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება:
"ფრონტზე: ხერსონის მიმართულებაზე ჩვენები ანადგურებენ მტრის შეიარაღების საწყობებს და საკომანდო პუნქტებს;
პიატიხატკაზე ჩვენების კონტროლი გამყარდა; ბერისლავის მიმართულებაზე გრძელდება წინ წაწევა!
ზაპოროჟიეში აყეყეჩდა ურდო! აყეყეჩდა და იღებს კიდეც ჩვენებისგან კეფაში და დინგში!
განსაკუთრებით კარგად ხვდება ურდოს დონეცკის მიმართულებაზე! ქალაქ დონეცკში ხო უბომბავენ ჩვენები ურდოს საწყობებს და ცოცხალი ძალის დისლოკაციის ადგილებს; ბახმუტთან ისე გააცამტვერეს ჩვენებმა ვაგნერელები, რომ პუტლერის პოვარმა პრიგოჟინმა ბელგოროდში და კურსკში მოსამზადებელი ცენტრების გახსნა დააანონსა - ხალხი შემოეფარშა ეტყობა;
არადა ამ ცენტრებში ისეთ დღეში ჰყავთ ჩმობიკები, ოღონდ ჩვენების ტყვია არ მოხვდეთ და საყოველთაო დიზინტერია ამძვინვარდა!
აბა ამ ჩვენს პავლოვკაზე ამბობდნენ ჩვენები, დაგნაყავთო და დანაყეს მარა რა დანაყეს - რა უჰლედარი, რა შეტევა, სად შეძვრენ აღარ იციან!
სვატოვოსკენაც უმატეს ჩვენებმა შეტევას! სვატოვო ძალიან მნიშვნელოვანია! #ველითგუდნიუსებს
ბელარუსში ლუკაშამ დაიწყო "წიომნი" მობილიზაცია! გამოვხადებული არაა, მაგრამ მიჰყავს ხალხი სალდათში! პუტლერს რომ მისცემ...... სხეულს და სულს, ეგრე იცის და თან ძალიან ცუდად მთავრდება კოლაბორანტი მონებისთვის!
უკრაინა გაიმარჯვებს - საქართველო გაიმარჯვებს - პუტლერის ბოროტების იმპერია ჩვენს თვალწინ განადგურდება!
დიდება უკრაინას!
დიდება გმირებს!
დიდება ერს!
სიკვდილი მტერს!" - წერს ალექსი პეტრიაშვილი.
სიახლეები
- საქართველოს რკინიგზა 21 და 22 აპრილს თბილისი-ფოთი-თბილისის და თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით რეისებს ამატებს
- "საქართველოში არჩევნების გაყალბება და საგარეო კურსის შეცვლა მოგონილი თემებია, სიმართლე ჩვენს მხარესაა და მოსახლეობა მხარს ჩვენ გვიჭერს"
- "ჩვენ ვამბობთ, რომ ქართველი ხალხის ვიზით შანტაჟი ჩვენთვის მიუღებელია - შანტაჟის ქვეშ ეროვნული საქმე არ კეთდება"
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 18 აპრილისთვის
- "ყოველთვის ვთვლიდით, რომ პრეზიდენტ ზურაბიშვილთან არსებული კოორდინაციის პლატფორმა მნიშვნელოვანი ფორმატია საერთო მიზნებისთვის, ვაგრძელებთ თანამშრომლობას"