"აღფრთოვანებული ვარ ამ ახალგაზრდა კაცით" - იაგო კაჭკაჭიშვილი ედუარდ სააკაშვილზე
მე აღფრთოვანებული ვარ ამ ახალგაზრდა კაცით!-სოციოლოგი და ექსპერტ ანლიტიკოსი იაგო კაჭკაჭიშვილი საქართველოს მესამე პრეზიდენთის შვილის - ედუარდ სააკაშვილის გამოსვლას აფასებს და სოციალურ ქსელში სტატუსით ეხმიანება.
მან ექსპრეზიდენტის შვილის ობიექტურობაზე და თავშეკავებულობაზე ისაუბრა.
"ერთ-ერთი ყველაზე რთულად მისაღწევი ამ ცხოვრებაში სიყვარულისა და მიუკერძოებლობის შეთავსება მგონია. როგორც წესი, ვინც გვიყვარს, მათ მიმართ ტენდენციურები ვართ.
გუშინ, ინგა გრიგოლიასთან, მამამისზე საუბრისას, ედუარდ სააკაშვილმა ძლივს შეიკავა თავი, რომ ცრემლები არ მორეოდა. და, მიუხედავად ამისა, არ დაუკარგავს „დაუინტერესებელი მჭვრეტელის“ პოზიცია.
მანამდე, მისი ინტერვიუ წავიკითხე ნეტგაზეთთან:
„თუ საზოგადოების ნაწილში არსებობდა მოთხოვნილება, რომ მის მიმართ ყოფილიყო რაღაც ტიპის შურისძიება, ანგარიშსწორება, დასჯა, ამ ადამიანებმა საკუთარ მიზანს უკვე მიაღწიეს.“
ძალიან ძნელია, საყვარელი ადამიანის განსაცდელზე ისე ილაპარაკო, რომ სიმძიმის ცენტრი სხვის ბრალეულობაზე არ გადაიტანო.
მე აღფრთოვანებული ვარ ამ ახალგაზრდა კაცით!"- წერს იაგო კაჭკაჭიშვილი.
ცნობისთვის ედუარს სააკაშვილმა მამაზე TVპირველის გადაცემაში ისაუბრა .
სიახლეები
- ,,უკრაინის სამხედრო საჭიროებების დაფინანსების შესახებ რაიმე გადაწყვეტილებას არანაირ გარემოებაში არ დავუჭერ მხარს"- ფიცო
- თბილისში გარდაცვლილი ახალგაზრდის მამაკაცის ვინაობა ცნობილია
- 12 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
- ,,საქართველო არავის თავს არ ესხმის – საქართველო თავს იცავს უსამართლო დამოკიდებულებისგან"- მაკა ბოჭორიშვილი
- იტალიის პრემიერ-მინისტრი ზელენსკიზე საათ-ნახევრის განმავლობაში ზეწოლას ახდენდა და რუსეთისთვის დათმობებზე წასვლისკენ უბიძგებდა
