"დონეცკის მიმართულებაზე ძალიან ცხელა! მართლა ათასობით აკვდებიან ურდოსები ჩვენების პოზიციებს"
ალექსი პეტრიაშვილი სოციალურ ქსელში უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება:
"დონეცკის მიმართულებაზე მართლაც ძალიან ცხელა! მართლა ათასობით აკვდებიან ურდოსები ჩვენების პოზიციებს სრულიად ამაოდ. კურძიუმოვკას შტურმს შეაკვდნენ ტიპები, ამ დროს სტრატეგიული მნიშვნელობა ცალკე აღებულ კურძიუმოვკას არ აქვს და მანდედან თუ ტორეცკისკენ წავიდნენ, იქ ცალკე უბედურება დახვდებათ და ბახმუტისკენ თუ წამოვლენ, კიდევ უფრო მეტი ჩაიხოცებიან!
ბახმუტი, ავდეევკა, სპორნოე, ოპიტნოე, ნოვომიხაილოვკა - აი მაგრად დგა! არ შედის ამ პრიგოჟინის თავში და შე...აყარე კედელს ცერცვი!
ამასობაში...... ლუჰანსკში კრემენნასკენ წინსვლა გვაქვს, ურდოც აღიარებს. კრემენა-სვატოვოსკენ იქნება სერიოზული ამბები!
ახვანცალდა ჩემი საყვარელი ზაპოროჟიეს ფრონტი! ტოკმაკში იყვნენ მოქუჩებული ურდოსები. დაადუღეს ჩვენებმა ლამასად! ერთბაშად 500 ორკი გაჰქანდა კობზონის კონცერტზე. ჰოდა სანამ მაგათ გავყოლივართო, პოლოჰიდან და მიხაილოვკიდანაც იძურწება ურდო. ჩვენები მშვენივრად უბაგუნებენ არტილერიით და მიიწევენ წინ! ვნახოთ, ვნახოთ! წინ დეკემბერიააა!
ხერსონი ისევ დაბომბეს ამ ურჩხულისშვილებმა არტილერიით! სანამ მაგათ ყირიმამდე არ გავყრით, სიწყნარე ვერ იქნება ხერსონის ოლქში!
ტექნიკა უნდა დაგვეწიოს დროულად! აგერ დალოცვილი ნასამსები მოვა კიდევ 6 ცალი უახლოეს თვეებში. თითო 200 მელეონი დოლარი ჯდება მააშ!
დმიტრო კულებამ ოფიციალურად დაადასტურა, რომ ამერიკაში რეალურად მიდის მსჯელობა უკრაინისთვის პეტრიოტის სისტემების გადაცემაზე!
ნატო-ში განიხილავენ სამხედრო წარმოების მთელი ძალით ამუშავებას, მათ შორის იმ საწარმოების, რომლებიც საბჭოთა ტიპის იარაღს და შეიარაღებას აწარმოებდნენ.
გერმანიის ბუნდესტაგმა ჰოლოდომორი აღიარა უკრაინელი ხალხის გენოციდად!
გერმანიის კანცლერი კიდევ ლამის ორ დღეში ერთხელ აცხადებს, რუსეთი ვეღარ მოიგებს ომსაო!
საერთაშორისო ომის შემსწავლელი ინსტიტუტიც იმავეს ამბობს, ოღონდ ძალიან კონკრეტულად და ყოველდღიურად!
ჰოდა დროზე რომ მოვიგოთ, ერთი ორი ბატარეა პეტრიოტი თქვენც დააფინეთ დასავლეთ უკრაინაში ჰერ შოლც!
სხვათა შორის, რუსულმა "მედუზამ" კრემლის დერეფნებიდან გამოაძრო ახალი კვლევების შედეგები! ჰოდა, აღარ უნდა ამ რაშკაში ხალხსაც ომი! კი უჭერდნენ მხარს ღიად პუტლერს, მაგრამ დაუყენა ზელენსკიმ ტორპედო მაგ თქვენ პუტლერს, ნელ-ნელა სანქციების სიმძლავრეებმაც იმატა და.... 25% უჭერს ომის გაგრძელებას და 55% უნდა სამშვიდობო მოლაპარაკება!!!
ამასობაში ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ვონ დერ ლაინმა განაცხადა, რომ ევროკომოსია იწყებს მუშაობას გაყინული რუსული სახელმწიფო და კერძო აქტივების უკრაინის სასარგებლოდ გამოყენების მექანიზმებზე!
უკრაინა გაიმარჯვებს - საქართველო გაიმარჯვებს - პუტლერის ბოროტების იმპერია ჩვენს თვალწინ ინგრევა!
დიდება უკრაინას!
დიდება გმირებს!
დიდება ერს!
სიკვდილი მტერს!"- წერს ალექსი პეტრიაშვილი.
სიახლეები
- "დასავლეთის შორ მანძილზე მოქმედი რაკეტებით რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმებმა უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტს გლობალური სახე მისცა"
- "ვმუშაობთ, რომ საქართველოს რიგით მოქალაქეებს უვიზო მიმოსვლა არ გაუუქმდეთ"- გიორგი გახარია
- "ახალგაზრდა ქართველი აქტივისტების წინააღმდეგ სადამსჯელო ღონისძიებები მიმდინარეობს"- პრეზიდენტი
- "აქცია რომც დაარბიონ, დამერწმუნეთ, ეს პროტესტი უფრო გაიზრდება" - მამუკა ხაზარაძე
- "უკრაინას ჯერ სამართლიანი მშვიდობა სჭირდება და ამის შემდეგ უკრაინელები სამართლიან არჩევნებს ჩაატარებენ" - ზელენსკი