"სვატოვე-კრემენას მიმართულებაზე ჩვენები აგრძელებენ ურდოს დაბაბანებას"
ალექსი პეტრიაშვილი სოციალურ ქსელში უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება:
"ზედიზედ მეორე დღეა კოშმარში ცხოვრობს რაშკასტანი! ჩვენების დრონები დაფრინავენ მთელი რუსეთის ტერიტორიაზე მიდი მოვდივარ. აი, სადაც დასჭირდებათ და გაუხარდებათ, იქ მიფრინდებიან. გუშინ ახლოში გადაიფრინეს - კურსკის ავიაბაზაზე ნავთობსაცავი ააგიზგიზეს. ურდოში პანიკაა, სად არის ჩვენი ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვაო! ნიუ იორკ თაიმსმა სულ მთლად გადარია, რიაზანში უკრაინული დივერსიული ჯგუფები მართავდნენ დრონებს და მათი ჩატარებულია სპეც.ოპერაციაო.
ისე ჯერ კიდევ სსრკს დროს, ვისაც გახსოვთ, კრემლთან წითელ მოედანზე დაჯდა გერმანელი მათიას პრუსტი! მოკლედ, ავიაბაზები ზანზარებს, კრემლი მოემზადოს!
- პუტლერი ხომ იმუქრება 10 თვეა ჩავალ დონბასშიო. ჰოდა გუშინ რაღაც მასხარაობა ვიდეო ჩაწერეს, მითამ ყირიმის ხიდზე მანქანით იმოძრავა და ხიდიც დაათვალიერაო. რომელი ორეული იყო მაგისი, იმას არკვევენ ახლა ექსპერტები, თორემ თვითონ ჩაწობილია თავის ბუნკერში!
აი, ვინ ჩავიდა დონბასში და პრეზიდენტი ზელენსკი! მიულოცა შეიარაღებული ძალების დღეს თავის სამხედროებს, გაამხნევა, დააჯილდოვა, სელფიც გლიჯა სლავიანსკთან და წამოვიდა! გაიხარე და გაიმარჯვე ზელე!
ფრონტის ხაზებიდან:
- ბახმუტი ავდეევკა სოლედარი დგას! ურდომ ახალი ტანკები მოტვირთა და გაუშვებს ბახმუტზე, მაგრამ ეგენიც და ჩმობიკებიც დარჩებიან უკრაინის შავმიწებში ბახმუტთან!
- სვატოვე-კრემენას მიმართულებაზე ჩვენები აგრძელებენ ურდოს დაბაბანებას. ალაგ პოზიციური ბრძოლებია, ალაგ ცხელი შეტაკებები!
ზაპოროჟიე და ხერსონი - არტილერიული დუელები და პოზიციური ბრძოლები გრძელდებოდა დღის განმავლობაში!
მობილიზაციის ახალი ტალღა დაიწყებაო მალე ურდოსტანში! არ უშველა ასი ათასმა ჩმობმა. ჰოდა, არც ეს ტალღა უშველის. თანაც ჩვენი ბიჭები ბრუნდებიან დიდი ბრიტანეთიდან და სხვა საწვრთნელი ბაზებიდან ათეულ ათასობით, გაწვრთნილი და აღჭურვილები მართლა ნატოს სტანდარტებით!
ჩვენებიც მიიღებენ მალე ათეულობით მოდერნიზებულ და განახლებულ ტანკს ევროპიდან და გარეკავენ ურდოს საკუთარი მიწაწყლიდან.
უკრაინა გაიმარჯვებს - საქართველო გაიმარჯვებს - პუტლერის ბოროტების იმპერია ჩვენს თვალწინ გაცამტვერდება!
დიდება უკრაინას!
დიდება გმირებს!
დიდება ერს!
სიკვდილი მტერს!"-წერს ალექსი პეტრიაშვილი.
სიახლეები
- "დასავლეთის შორ მანძილზე მოქმედი რაკეტებით რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმებმა უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტს გლობალური სახე მისცა"
- "ვმუშაობთ, რომ საქართველოს რიგით მოქალაქეებს უვიზო მიმოსვლა არ გაუუქმდეთ"- გიორგი გახარია
- "ახალგაზრდა ქართველი აქტივისტების წინააღმდეგ სადამსჯელო ღონისძიებები მიმდინარეობს"- პრეზიდენტი
- "აქცია რომც დაარბიონ, დამერწმუნეთ, ეს პროტესტი უფრო გაიზრდება" - მამუკა ხაზარაძე
- "უკრაინას ჯერ სამართლიანი მშვიდობა სჭირდება და ამის შემდეგ უკრაინელები სამართლიან არჩევნებს ჩაატარებენ" - ზელენსკი