November 23, 2024

"სიმპტომები ხშირად მსუბუქია, მაგრამ დაავადება შეიძლება იყოს წარმოუდგენლად ინფექციური" - რას წერს ზაზა წერეთელი

არაფერი საგანგაშო, მაგრამ რადგან საქართველოში ინფექციური დაავადებების არსებობის როგორც კოვიდის, ხშირად არ სჯერათ და ყველაფერს ზედაპირულად უყურებენ, იყოს მაინც ინფორმაციისათვის, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ნორვეგიის სამეფოს ჯანდაცვის სამინისტროს უფროსი მრჩეველი ზაზა წერეთელი წერს.

მისი თქმით, გუშინ გაერთიანებულ სამეფოში მერვე ბავშვი დაიღუპა სტრეპტოკოკოკური A ინფექციის შემდეგ და სამეფოს ჯანდაცვის სისტემის მესვეურებმა  მშობლები გააფრთხილეს სიფრთხილით მოეკიდონ დაავადების სიმპტომებს.

 

"საუბარია დაავადებაზე, რომელიც ქუთრუშას სახელით არის ცნობილი საქართველოში. 

 

გაერთიანებული სამეფოს ჯანმრთელობის უსაფრთხოების სააგენტომ (UKHSA) გასულ კვირას გამოაცხადა ქუნთრუშის 851 შემთხვევა, წინა წლებში საშუალოდ 186 შემთხვევა.

 

სიმპტომები ხშირად მსუბუქია, მაგრამ დაავადება შეიძლება იყოს წარმოუდგენლად ინფექციური, ადვილად გავრცელდეს ხველების, ცემინებისა და კანთან კონტაქტით. იშვიათ შემთხვევებში, ბაქტერია შეიძლება მოხვდეს სისხლში და გამოიწვიოს დაავადება, რომელსაც ეწოდება A ჯგუფის ინვაზიური სტრეპტოკოკი (iGAS), რომელიც შეიძლება ფატალური იყოს.

 

საბედნიეროდ, ანტიბიოტიკებით მკურნალობას შეუძლია ამ ინფექციების მართვა, მაგრამ მნიშვნელოვანია დაავადების იდენტიფიცირება და დროული მკურნალობა.

 

აქ უნდა აღინიშნოს რომ ზომები, რომლებიც მიღებული იქნა ბევრ ქვეყანაში Covid-ის მიმოქცევის შესამცირებლად, ასევე შეამცირა სხვა ინფექციების ცირკულაცია.  ეს ნიშნავს, რომ, როცა ყველაფერი ნორმალურად უბრუნდება, ეს ტრადიციული ინფექციები, რომლებიც მრავალი წლის განმავლობაში ვნახულობდით, ცირკულირებს დიდ დონეზე.

 

ჯანდაცვის ხელმძღვანელები მოუწოდებენ მშობლებს რომ მათ ყურადღება უნდა მიაქციონ ყელის ტკივილს და ცხელებას, რომელიც არ ქრება ჩვეულებრივი ტკივილგამაყუჩებელი საშუალებებით. გარდა ამისა ქუნთრუშას ახასიათებს გამონაყარი… რომელიც არ ჰგავს ჩვეულებრივ ვირუსულ გამონაყარს. ის კანზე ქვიშის ქაღალდს ჰგავს, ასე რომ [თუ] ბავშვის კანი უფრო უხეშია, ვიდრე ჩვეულებრივი კანი და ის ჩვეულებრივი ოდნავ ვარდისფერი, მაშინ ეს შემაშფოთებელია და ეს შეიძლება იყოს ქუნთრუშა.

 

ასე რომ კიდევ ერთხელ არაფერი საგანგაშო, მაგრამ ყურადსაღები ინფორმაცია ქვეყნიდან, რომელიც ყურადღებას აქცევს მოსახლეობის ჯანმრთელობას და სჯერა რომ ინფექციები და კოვიდი მათ შორის არსებობს,"- წერს ზაზა წერეთელი.

წაკითხვა 404 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.