"ადექი ჩუმად შენ სათნო მეუღლესთან ერთად, მიდი დაღუპულ მეომართა ოჯახებში და მიუსამძიმრე" - არჩილ ხოფერია
ემოციურ პოსტს აქვეყნებს სოციალურ ქსელში უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლის, ჯამბულატ ხოფერიას მამა არჩილ ხოფერია. ხოფერია გვარს არა ასახელებს, მაგრამ მისი პოსტის ადრესატი სავარაუდოდ ბიძინა ივანიშვილია.
"შენ ცოტათი ხარ ჩემზე უფროსი ამიტომ შენობით მოგმართავ...
შენზე ამბობენ რომ დიდი ქველმოქმედი ხარ და ამაში არც მე მეპარება ეჭვი. თუმცა როცა შენ შენსას ხარჯავდი ამ ქვეყნისთვის, მეც ჩემ წილ სისხლს ვღვრიდი. მოდი სასწორზე არ დავდოთ ვისი მეტია. მგონია აქაც თანაბრად ვართ...
აღარ გავაგრძელებ გეტყვი: ვერავინ დამაჯერებს რომ ის ქართველები, ვინც ახლა უკრაინის მიწაში წვება და კიდევ ჩაწვება შენ მართლა ვიღაცის დაქირავებულად მიგაჩნია და ის სისხლი, იქ რომ იღვრება არამად დაღვრილ სისხლად...
გვესმის რომ დიდ თამაშებს აქვთ გარკვეული ჩარჩოები რომლიდანაც ვერ გახვალ, მაგრამ ჩუმად ბევრი რამ გიკეთებია და ახლაც უნდა გააკეთო არა ჩემთვის, არა სხვისთვის, არამედ საქართველოსთვის და შენი შვილებისათვის...
ადექი ჩუმად შენ სათნო მეუღლესთან ერთად ღამის სიბნელეში, სადაც მხოლოდ მთვარე დაგხედავს, მიდი დაღუპულ მეომართა ოჯახებში და მიუსამძიმრე,"- წერს არჩილ ხოფერია.
ცნობისათვის, ჯამბულათ (ჯაბა) ხოფერია უკრაინაში პირველ დეკემბერს ბახმუტთან დაიღუპა. დაღუპულის ბიძა, – ჯამბულათ ხოფერია, – 1993 წელს აფხაზეთის ომს ემსხვერპლა. აფხაზეთის ომში იბრძოდა მისი მამაც – არჩილ ხოფერია. უკრაინაში რუსეთის ფედერაციის მიერ ომის დაწყების შემდეგ 30-ზე მეტი ქართველი სამხედრო დაიღუპა.
სიახლეები
- რატომ გვაქვს ლტოლვა ტკბილი და მარილიანი საკვებისადმი
- "ვინც მოშიმშილესთან მიდის და თვითდაზიანების შეწყვეტას არ ურჩევს, თვითმკვლელობის ხელშემწყობია" - შალვა პაპუაშვილი
- რამდენად შორს წავა წულუკიანი - კომისიაზე, შესაძლოა, სალომე ზურაბიშვილი და კიდევ 9 “ოცნების” ოპონენტი დაიბარონ
- “ოცნება” “ნაცმოძრაობის” დროინდელ შეზღუდვებს აბრუნებს - “მალე ქუჩაში გამოსვლასაც აკრძალავენ”
- 6 მედიკამენტი, რომელთა გამოყენება უზმოზე არ შეიძლება - გიორგი ღოღობერიძის გაფრთხილება